„სამი მუშკეტერის“ საიდუმლო გამჟღავნდა: ცერცვაძემ დარტანიანის ვინაობა დაასახელა

ეპიდემიოლოგი მიიჩნევს, რომ კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლაში არანაკლები წვლილი მიუძღვის ქვეყნის პრემიერს.
Sputnik

თბილისი, 14 აგვისტო – Sputnik. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე მიიჩნევს, რომ კორონავირუსის კრიზისის მართვაში დარტანიანის როლი საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას ეკუთვნის.

ВВС: „სამი მუშკეტერი" საქართველოდან>>

ბრიტანულმა სამაუწყებლო კორპორაცია ВВС-მ ქართველი ეპიდემიოლოგების შესახებ სტატია გამოაქვეყნა სათაურით „როგორ დაეხმარა „სამი მუშკეტერი" საქართველოს ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში". ВВС-ს სტატიას დართული აქვს ფოტო, რომელზეც გამოსახული არიან თენგიზ ცერცვაძე, ამირან გამყრელიძე და პაატა იმნაძე.

„სამი მუშკეტერის“ საიდუმლო გამჟღავნდა: ცერცვაძემ დარტანიანის ვინაობა დაასახელა

პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ მეცნიერ-ეპიდემიოლოგებს – დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელს ამირან გამყრელიძეს, მის მოადგილეს პაატა იმნაძესა და თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორს თენგიზ ცერცვაძეს საქართველოში „სამ მუშკეტერს" უწოდებენ.

ცერცვაძემ ჟურნალისტის კითხვაზე, რომელია სამი მუშკეტერიდან დარტანიანი, უპასუხა, რომ მუშკეტერი სამი იყო, ხოლო დარტანიანი – მეოთხე და ეს გიორგი გახარიაა.

იმნაძე: თუ არ დავიცავთ წესებს, მაშინ გავიხედოთ რა ხდება მსოფლიოში, მეზობელ ქვეყნებში

„კორონავირუსის კრიზისის მართვაში დარტანიანის როლს თუ ვინმე ასრულებს, ეს არის გახარია და ჩვენ სამი (ამირან გამყრელიძე, პაატა იმნაძე, თენგიზ ცერცვაძე) როლებს როგორ გავინაწილებთ, არ მინდა, რომ ვთქვა, რადგან ყველა აირჩევს ათოსს და ეს ასე არ არის, ისე არამისობას პაატას მივცემდი“, – განაცხადა ცერცვაძემ.

ВВС-ს პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ მეცნიერ-ეპიდემიოლოგების ჯგუფს საქართველოში პანდემიაზე წარმატებული რეაქციის გამო აქებენ. სტატიაში აღნიშნულია, რომ კორონავირუსთან ბრძოლაში წარმატებას საქართველომ მთავრობის სწრაფი რეაგირების წყალობით მიაღწია.

საქართველოში, ბოლო მონაცემებით, კორონავირუსის 1306 შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 1085, გარდაიცვალა – 17, კარანტინში იმყოფება 7597 ადამიანი, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირების ქვეშ 261 პაციენტია.