კალაძე: თბილისში „ჭკვიანი“ სატრანსპორტო სისტემა დაინერგება

„ჭკვიანი“ შუქნიშნების სინქრონიზებული სისტემა ხელს შეუწყობს საგანგებო მომსახურების – სასწრაფო სამედიცინო დახმარების, სახანძრო მანქანების შეუფერხებლად გადაადგილებას.
Sputnik

თბილისი, 12 აგვისტო – Sputnik. თბილისის მასშტაბით დაინერგება გონიერი („ჭკვიანი“) სატრანსპორტო სისტემა, რომლის შემადგენელი შუქნიშნები, კამერები და კონტროლერები დაკავშირებული იქნება ნაკადების ერთიანი მართვის ცენტრთან, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

„ჭკვიანი შუქნიშნები" თბილისს „საცობებისგან" დაიცავს>>

კალაძის განმარტებით, „ჭკვიანი“ შუქნიშნების სინქრონიზებული სისტემა შეამცირებს გზებზე „საცობების“ რაოდენობას და ხელს შეუწყობს საგანგებო მომსახურების (სასწრაფო სამედიცინო დახმარების, სახანძრო) მანქანების შეუფერხებლად გადაადგილებას.

მძღოლების საყურადღებოდ! გზებზე „შავი წერტილები“ გაჩნდება

„ჭკვიანი“ შუქნიშნების სისტემა „საცობების“ ნაწილობრივ განტვირთვის შესაძლებლობას მოგვცემს. რა თქმა უნდა, მხოლოდ შუქნიშნები „საცობებს“ მთლიანად ვერ განტვირთავს, მაგრამ შუქნიშნები და სატრანსპორტო მიმართულებით მიმდინარე რეფორმები მთლიანობაში მოგვცემს შედეგს“, – განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერის განცხადებით, გერმანიის მთავრობის დახმარებით კომპანია „გოპამ“ უკვე ჩაატარა ტექნიკურ-ეკონომიკური მიზანშეწონილობის კვლევა და შესაბამისი ტექნიკის/აღჭურვილობის შესასყიდად გამოცხადდა ტენდერი.

გამარჯვებული კომპანია უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

თბილისის მერია – „მიეჩვევიან“, ანუ რატომ „გაჩერდა“ ჭავჭავაძის გამზირი>>

„ჭკვიანი“ შუქნიშნები საგზაო მოძრაობის კონტროლის ინტელექტუალურ სისტემას წარმოადგენს. ასეთი შუქნიშნები დაარეგულირებს ტრანსპორტის გაჩერებისა და მოძრაობის დროს და ხანგრძლივობას გზის კონკრეტულ მონაკვეთზე, შექმნილი სიტუაციის მიხედვით.