„ჭკვიანი შუქნიშნები" თბილისს „საცობებისგან" დაიცავს

© Sputnik / Alexander Imedashviliშუქნიშანი ვაკეში
შუქნიშანი ვაკეში - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის ქუჩებში „ჭკვიანი კამერების" კვალდაკვალ „ჭკვიანი შუქნიშნები" გამოჩნდება.

თბილისი, 25 სექტემბერი — Sputnik. თბილისის მერია დედაქალაქის ქუჩებში ე.წ. ჭკვიანი შუქნიშნების დამონტაჟებას აპირებს, რაც საგზაო მოძრაობის კონტროლის ინტელექტუალურ სისტემას წარმოადგენს, განაცხადა მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.

შსს საქართველოს გზებზე კონტროლს ამკაცრებს>>

მერია „ჭკვიანი შუქნიშნების" მეშვეობით თბილისის „საცობებისგან" გათავისუფლებას აპირებს. სისტემა შედგება კონტროლიორების, კამერებისა და მოძრაობის დისტანციური სენსორებისგან, რომლებიც რეალური დროის რეჟიმში აფასებს გზაჯვარედინების გადატვირთულობას და ამ ინფორმაციას მართვის ცენტრალურ სერვერს გადასცემს.

„ყველა განვითარებულ ქალაქში არის „ჭკვიანი შუქნიშნები", რომლებიც ერთმანეთს უყურებს. და განსაზღვრავს – ქალაქის ერთ მონაკვეთში თუ არის „საცობი", მუშაობს ისე, რომ გამტარუნარიანობა გააადვილოს, რათა საცობები არ შეიქმნას. ეს ერთმანეთთან არის დაკავშირებული სისტემურად", – განაცხადა კალაძემ.

მოძრაობის სიჩქარის გაზომვა - Sputnik საქართველო
კიდევ ერთი „შავი წერტილი“ თბილისში: დაიწყო გახშირებულ ავტოავარიებთან ბრძოლა

საკითხზე უკვე დიდი ხანია მერის მოადგილე მაია ბითაძე მუშაობს. აუცილებელი პროგრამული უზრუნველყოფის შეძენას მერია უახლოეს მომავალში გეგმავს.

ქვეყანაში 2017 წლიდან სექციური რადარები და ე.წ. ჭკვიანი კამერები ამუშავდა, რომელთა მთავარი უპირატესობა ის არის, რომ ისინი სამართალდამრღვევებს ავტომატურ რეჟიმში ავლენენ და წერენ ჯარიმას. ეს კამერები ვიდეოანალიტიკური პროგრამების მეშვეობით მუშაობენ, რომლებიც შსს-ს ერთობლივი ოპერაციების ცენტრშია განთავსებული.

ყველა ახალი ამბავი
0