ყვითელი ამბები

„თავისით გამოისახა...“ – თიკა მახალდიანის სახლში დედის გარდაცვალების შემდეგ სასწაული მოხდა

თიკა მახალდიანის დედა ვაჟა-ფშაველას გამზირზე აღდგომის დღეს პოლიციელის მიერ გასროლილ ბრმა ტყვიას ემსხვერპლა.
Sputnik

მომღერალ თიკა მახალდიანის დედის ორ­მო­ცამ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ადრე მათ სახლში უჩ­ვე­უ­ლო მოვ­ლე­ნა მოხ­და, რის შე­სა­ხე­ბაც მომღერლის მეუღლე თემო პირ­ვე­ლაშ­ვი­ლი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.

მისი თქმით, სახლი სასულიერო პირს ერთი წლის წინ აკურთხებინა, დღეს კი სახ­ლში დაბ­რუ­ნე­ბის დროს, კა­რების გაღებისას შეამჩნია, რომ კარზე მიკრულ სტიკერს ზეთი სდის.

თიკა მახალდიანის დედა 19 აპრილს, საღამოს ვაჟა-ფშაველას გამზირზე მომხდარმა ტრაგედიამ შეიწირა. სხვა კორპუსიდან გასროლილ ბრმა ტყვიას საკუთარ სახლში მყოფი 50 წლის თამარ ანთელავას სიცოცხლე ემსხვერპლა. ის მე-8 სართულზე მდებარე ბინაში ტელევიზორს უყურებდა, რა დროსაც ტყვიამ მისი ფანჯარა ჩაამსხვრია და ქალს თავის არეში მოხვდა.

„სამჯერ ავარიაში მოყევი, ორჯერ მანქანაში ხელი მოგყვა...“ - რუსკა ქარქაშაძის უცნობი წარსული

ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი დააკავეს. აღმოჩნდა, რომ ის შემთხვევის დროს ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა და საკუთარი სახლის აივნიდან რამდენჯერმე უმისამართოდ გაისროლა.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრო­მე­ლს, რო­მელ­მაც 19 აპ­რილს, აღ­დგო­მის დღე­სას­წა­ულ­ზე ბრმა ტყვი­ით მო­პირ­და­პი­რე კორ­პუს­ში მცხოვ­რე­ბი ქალი იმ­სხვერ­პლა, მოგვიანებით პროკურატურამ ბრალი დაუმძიმა, მას წარდგენილი აქვს მკვლელობის ბრალდება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით, რაც სასჯელის ზომად შვიდიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.