მსოფლიო დღეს

პროტესტის მეორე ღამე ბელარუსში მსხვერპლით დასრულდა

აქციის ერთ–ერთი მონაწილე შეეცადა, ასაფეთქებელი მოწყობილობა ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლების მხარეს ესროლა, მაგრამ ხელში აუფეთქდა
Sputnik

თბილისი, 11 აგვისტო – Sputnik. არეულობები მინსკში საპროტესტო აქციებზე ღამის დაახლოებით სამ საათზე დასრულდა. დაიღუპა ერთი ადამიანი, იუწყება РИА Новости.

მილიცია შინაგან ჯარებთან და „ალფას“ ქვედანაყოფებთან ერთად მოქმედებდა.

ბელარუსის ქალაქებში კვლავ დაძაბულობაა: სპეცრაზმი ხალხის დაკავებას განაგრძობს

აქციის ერთ–ერთი მონაწილე გუშინ საღამოს დაიღუპა. პროტესტანტები ბარიკადებს აგებდნენ, როდესაც ერთ–ერთი შეეცადა ასაფეთქებელი მოწყობილობა ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლების მხარეს ესროლა, მაგრამ დაუდგენელი ნივთი მას ხელში აუფეთქდა. მიღებული ტრავმები სიცოცხლესთან შეუთავსებელი აღმოჩნდა.

ბელარუსში 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა. ცესკოს მონაცემებით, მოქმედი პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო, რომელიც ქვეყანას უკვე 26 წელია, მართავს, ხმების 80,08%–ს იღებს.

ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნები – ცნობილია ცესკოს წინასწარი მონაცემები>>

იმავე საღამოს ბელარუსის რამდენიმე ქალაქში მასშტაბური საპროტესტო აქციები დაიწყო. მილიციამ მათ წინააღმდეგ ხმოვანი ყუმბარები, ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა.