საყოფაცხოვრებო ტექნიკა და ინვენტარი: UNDP თბილისის მიუსაფართა თავშესაფარს დაეხმარა

თბილისის მერიის თავშესაფარში ლილოში 103 ბენეფიციარი ცხოვრობს. ისინი იღებენ ღამის გასათევს, უფასო საკვებს, სამედიცინო მომსახურებას და სხვ.
Sputnik

თბილისი, 6 აგვისტო — Sputnik. გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) თბილისის მუნიციპალიტეტის მიუსაფართა თავშესაფარს ჰუმანიტარული დახმარება გადასცა, იუწყება თბილისის მერია.

თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია და UNDP-ს მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ლუიზა ვინტონი მუნიციპალურ თავშესაფარს ეწვივნენ და უსახლკაროთა ცხოვრების პირობებს გაეცნენ, გაესაუბრნენ მათ და მათი ხელნაკეთი ნივთების გამოფენა დაათვალიერეს.

საყოფაცხოვრებო ტექნიკა და ინვენტარი: UNDP თბილისის მიუსაფართა თავშესაფარს დაეხმარა

UNDP-მ ლილოში მდებარე თავშესაფარს საჩუქრად გადასცა საყოფაცხოვრებო ტექნიკა და სხვა აუცილებელი ნივთები, რომლებიც აუცილებელია მიუსაფარი ადამიანებისთვის კორონავირუსის პანდემიის დროს.

თბილისი – ბავშვებზე მორგებული ქალაქი

„მოხარული ვარ, რომ მქონდა შესაძლებლობა მენახა უსახლკარო პირებისთვის განკუთვნილი ეს დაწესებულება და ბედნიერი ვარ, რომ UNDP-მ მცირედი წვლილი შეიტანა მათი პირობების გაუმჯობესებაში. ძალიან მომეწონა ბენეფიციართა მოვლის ხარისხი, გავესაუბრე მათ და მოხარული ვარ, რომ ზოგიერთ მათგანს შეუძლია დაუბრუნდეს სამსახურს და ცხოვრების ნორმალურ პირობებს“, – განაცხადა ლუიზა ვინტონმა.

ამ დროისთვის თბილისის მერიის თავშესაფარში 103 ბენეფიციარი ცხოვრობს. მათ იქ აქვთ ღამის გასათევი, უფასო კვება, სამედიცინო მომსახურება, ფსიქოლოგის დახმარება, ასევე უფასოდ იღებენ ტანსაცმელს, ფეხსაცმელსა და ჰიგიენის საშუალებებს.