მოსაზრება: რატომ არ ისწრაფვის რუსეთი „დიდი შვიდიანისკენ“

ვაშინგტონი და ბერლინი კამათობენ, საჭიროა თუ არა G7-ის მორიგ სამიტზე მოსკოვის მიწვევა. დონალდ ტრამპს მოლაპარაკებებზე ვლადიმირ პუტინის ნახვის სურვილი აქვს, ხოლო გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის აზრით, რუსეთის ლიდერთან ლაპარაკი შეუძლებელია უკრაინის პრობლემის გამო
Sputnik

გალია იბრაგიმოვა

კრემლი აცხადებს, რომ საერთოდ არ მიისწრაფვის G7–სკენ და „ბირთვული ხუთეულის“ — გაეროს უსაფრთხოების საბჭოს ხუთი მუდმივი წევრის შეხვედრას ამჯობინებს. რომელი სცენარით უფრო შეიძლება განვითარდეს მოვლენები?  

უსაფრთხოება საქონელი არ არის

მოსაზრება: ამერიკელებმა მსოფლიო ტერორიზმში „რუსული კვალი“ შენიშნეს

გერმანია და აშშ წელს დიპლომატიური ურთიერთობების 65 წლისთავს აღნიშნავენ. ვაშინგტონისა და ბერლინის კავშირი ევროატლანტიკური უსაფრთხოების გარანტიად მიჩნევა. მაგრამ იუბილე შესაძლოა დაიჩრდილოს.

ზაფხულის დასაწყისში აშკარა გახდა, რომ აშშ–ის პრეზიდენტი ნამდვილად ემზადება გერმანიიდან 9,5 ათასი ამერიკელი ჯარისკაცის გასაყვანად. მთავარი მიზეზი ისაა, რომ გერმანიის ხელისუფლებას ჩრდილოატლანტიკურ ალიანსზე ხარჯების გაზრდა არ სურს. თეთრ სახლს არც ის აწყობს, რომ ბერლინი უარს ამბობს ამერიკულ საქონელზე ბაჟის შემცირებაზე.

„ტრამპი ნატოსა და სავაჭრო ორგანიზაციას ერთმანეთში ურევს. უსაფრთხოება საქონელი არ არის და ის მხოლოდ ორმხრივი შეიძლება იყოს“, — ასე ცდილობდა შეწინააღმდეგებოდა ამერიკის ლიდერს გერმანიის თავდაცვის მინისტრი ანეგრეტ კრამპ–კარენბაუერი. თუმცა ამაოდ.

„თუ გერმანელებს ჩვენი დაცვის ქვეშ ყოფნა სურთ, დაე, ვალები გადაიხადონ და ნატოს ბიუჯეტში შენატანები გაზარდონ“, — განაცხადა ბერლინში აშშ–ის ყოფილმა ელჩმა რიჩარდ გრენელმა. ტრამპმას მას სოლიდარობა გამოუცხადა.

ერთიანობა არ არსებობს არც ევროკავშირის ენერგეტიკული უსაფღთხოების საკითხში. ამერიკელები განაგრძობენ იმის მტკიცებას, რომ ჩრდილოეთის ნაკადი–2“ და თურქული ნაკადი“ კიდევ უფრო აძლიერებს ევროპელების დამოკიდებულებას რუსულ გაზზე და პოლიტიკურ რისკებს ქმნიან.

მოსაზრება: აშშ-ს აღელვებს რუსეთის ყოფნა ახლო აღმოსავლეთში

გერმანელები ამას არ ეთანხმებიან, მათ არ მოსწონთ ვაშინგტონის ჩარევა. ამერიკელები კი ტავისაზე დგანან და ახალ–ახალ სანქციებს უწესებენ რუსულ ენერგეტიკულ პროექტებში მონაწილე ევროპელებს.  

„ანტიჩინური ალიანსი“

მოსკოვთან დაკავშირებით ბერლინსა და ვაშინგტონს თითქოს კონსენსუსი აქვთ: არ აღიარონყირიმის რუსეთთან მიერთება, მხარი დაუჭირონ კიევს უკრაინის სამხღეტ–აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტში. მაგრამ სხვა პრობლემებში ცოტა ხნის წინ აზრთა სხვაობა წარმოიშვა.

გასულ კვირაში სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ჩინეთის წინააღმდეგ ალიანსის შექმნის გეგმა არსებობს. ამასთან მაიკ პომპეომ ამაში მოსკოვის ჩართვის წინადადებაც დააყენა. პრეზიდენტმა ტრამპმა კი სექტემბრის „დიდი შვიდიანის“ სამიტზე მოსკოვის მიწვევის იდეა გაიხსენა. და მიუხედავად იმისა, რომ „დიდი რვიანის“ აღდგენაზე საუბარი არ არის, ეს კარგი შესაძლებლობაა ანტიჩინურ კავშირზე მსჯელობისთვის — როგორც ჩანს, ასე ფიქრობენ ვაშინგტონში.

გერმანიას ხვა ლოგიკა აქვს. ანგელა მერკელს მიაჩნია, რომ ჩინეთი ნადვილად ყალიბდება „მთავარ საგარეო პოლიტიკურ გამოწვევად“ არა მარტო აშშ–სთვის, არამედ ევროპისთვისაც. მაგრამ გერმანიის კანცლერის აზრით, ჯერჯერობით არცერთი ქვეყანა არ არის მზად, წინააღმდეგობა გაუწიოს ჩინეთს.

გერმანული დიპუწყების ხელმძრვანელი ჰაიკო მაასი კატეგორიულად ეწინააღმდეგევა ტრამპის იდეას პუტინის სამიტზე მიწვევის შესახებ.

„ყირიმმა და სამხედრო დაპირისპირებამ უკრაინის სამხრეთ–აღმოსავლეთში გავლენა მოახდინა რუსეთის გარიცხვაზე G8–დან. ჯერჯერობით ეს საკიტხები არ გადაჭრილა. მე ვერ ვხედავ იმის შესაძლებლობას, რომ მოსკოვის წევრობა ამ ფორმატში აღდგეს“, — განაცხადა მან.

მოსაზრება: ვის აწყობს ამერიკულ ბუნტში რუსეთის დადანაშაულება

და იქვე დაამატა: ეს იმას არ ნიშნავს, რომ დიალოგი შეუძლებელიაო. მაასმა აღნიშნა, რომ რუსეთის გარეშე უკრაინის, სირიისა და ლიბიის კონფლიქტების დარეგულერიბაში წინ ვერ წაიწევენ.

კონსენსუსი „ხუთეულის სამიტის“ შესახებ

დისკუსიაზე რეაქცია ჰქონდათ მოსკოვშიც. საგარეო საქმეთა სამინისტროში და ფედერაციის საბჭოში გამორიცხეს  რაიმე ანტიჩინურ გაერთიანებებში მონაწილეობა და ხაზი გაუსვეს, რომ ჩინეთთან თანამშრომლობა რუსეთისთვის პრიორიტეტია.

„შვიდეული“ დასავეთის ერთიანობის დემონსტრირების ინსტრუმენტად იქცა, მაგრამ ახალი გადაწყვეტილებების გენერირება შეწყვიტა.

„რუსეთი ყოველთვის მზადაა ნებისმიერ ფორმატში დიალოგისთვის, თუმცა აუცილებლად მონაწილეთა თანასწორობის დაცვის საფუძველზე“, — აღნიშნა ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელმა კონსტანტინ კოსაჩოვმა.

პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა დაადასტურა, რომ მოსკოვი არ უმიზნებს „დიდ შვიდიანში“ დაბრუნებას.

„რუსეთი კმაყოფილია G20–ის ეფექტური მუშაობით, რომელიც უკეთ პასუხიბს თანამედროვე ეკონომიკურ რეალიებს“, — განმარტა პესკოვმა.

არანაკლები ინტერესი გამოიწვია პუტინის ინიციატივამ, მოეწყოს ხუთი სახელმწიფოს — გაეროს უსაფრთხოების საბჭოს ხუთი მიდმივი წევრის სამიტი.

აშშ, საფრანგეთი, ჩინეთი და დიდი ბრიტანეთი დაეთანხმნენ რუსეთის წინადადებას და ტქვეს, რომ მათ ნამდვილად აქვთ სალაპარაკო.

ამერიკული ბიოლაბორატორიები ცენტრალურ აზიასა და კავკასიაში: რა საჭიროა?

„ხუთეულის სამიტი“ სავარაუდოდ სექტემბრისთვისაა დაგეგმილი. პანდემიის გამო გამორიცხული არ არის, ეს ვიდეოკონფერენციის რეჟიმში მოხდეს. ახლა განსახილველ თემებს არჩევენ. ცნობილია, რომ ყურადღების ცენტრში მოექცევა ვითარება კონფლიქტურ რეგიონებში, კონტროლი სტარტეგიულ შეიარაღებაზე და ტერორიზმის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლა.

პრაგმატული ხედვა

ამერიკა–გერმანიის ამჟამინდელ უთახმოებას ბევრ საერთაშორისო საკითხზე, რუსეთის G7–ზე მიწვევის ჩათვლით, ჯორჯ მარშალის ცენტრის სპეციალისტი პალ დუნაი „სიტყვების ომს“ უწოდებს.

„ბერლინი ცდილობს თავიდან აირიდოს ვაშინგტონთან საჯარო კინკლაობა. გერმანელ ისტებლიშმენტს კარგად ესმის, რომ ტრამპის ყველა ქმედება ახლა ამერიკაში წინასაარჩევნო კამპანიიტაა განპირობებული. აშშ–ის პრეზიდენტი ცდილობს წარმოაჩინოს სიმტკიცე ნატოს მოკავშირეების მიმართ — ევროატლანტიკური უსაფრთხოების საზიანოდაც კი. მაგრამ საკვანძო საკითხებში, იქნება ეს „ჩრდილოეთის ნაკადი 2“, ამერიკელი სამხედროების ყოფნა გერმანიაში თი რუსეთთან ურთიერთობა — გერმანიის ხელისუფლება მკაფიოდ აფიქსირებს საკუთარ პოზიციას“, — განმარტავს დუნაი.

ექსპერტი „დიდი შვიდიანის“ სამიტის ირგვლივ სპეკულაციებს ხელოვნურად მიიჩნევს. ის ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ „შვიდეულში“ პრაქტიკულად ყველამ არაერთხელ აღიარა, რომ ისეთი რეგიონული დერჟავების გარეშე გლობალური პრობლემების გადაჭრა, როგორებიც არიან ჩინეთი, ინდოეთი, სამხრეთ აფრიკა და ბრაზილია, უაზრობაა. მისი თქმით, ევროკავშირშიც აცნობიერებენ რუსეთის მნიშვნელოვან როლს მთელი რიგი ახლოაღმოსავლური კონფლიქტების გადაჭრაში.

დასჯის თუ არა ტრამპი მერკელს: თეთრ სახლში განცხადება კეთდება

„ევროპა პრაგმატულად უყურებს რუსეთს, რასაც ვერ იტყვი ამერიკაზე. ტრამპის რიტორიკა პუტინის G7–ის სამიტზე მიწვევის თაობაზე უბრალოდ პოპულისტური სვლაა. გერმანიას კი მოსკოვთან ენერგეტიკა აკავშირებს. და აქ ბერლინის პოზიცია უკიდურესად ნათელია: ვაშიგტონის ზეწოლის მიუხედავად, გერმანელები არ იტყვიან უარს „ჩრდილოეთის ნაკადი 2–ზე. თუნდაც ის დაგვიანებით აშენდეს ბოლომდე“, — აცხადებს დუნაი.

რუსეთის საერთაშორისო საქმეთა საბჭოს გენერალური დირექტორი ანდრეი კორტუნოვი მიიჩნევს, რომ G7 ამ მომენტისთვის საუკეთესო ფორმაში არ არის და არც რუსეტია ერთადერთი განხეთქილების ვაშლი.

„შვიდეული“ იძულებულია გამუდმებით ადაროს თავი G20–ს, თანაც, არა თავის სასარგებლოდ. მაგრამ მოსკოვის მომავალ სამიტში მონაწილეობა მაინც საინტერესოა. ის აჩვენებს, რომ დასავლეთი აცნობიერებს, რომ ჩინეთთან დაპირისპირება გარდაუვალია. რუსეთის დაბრუნებას ამ ფორმატში შეიძლებოდა დაედასტურებინა მისი კუთვნილება დასავლეთისადმი. ეს იმის მანიშნებელი იქნებოდა, რომ ჩვენ მაინც ჩრდილოატლანტიკური ცივილიზაციის ფასეულობებზე ვართ ორიენტირებული. მაგრამ ამგვარ გეოპოლიტიკურ ადაპტაციაზე რუსეთი დიდი ალბათობით არ წავა“, — მიაჩნია კორტუნოვს.

ექსპერტები ტანხმდებიან, რომ შინაგანი გარდაქმნისა და მიზნების გააზრების ეტაპი საუკეთესო დრო არ არის G8–ის ასაღორძინებლად. უფრო პერსპექტიული „ხუთეულის სამიტია“. გაეროს უსაფრთხოების მუდმივ წევრებს ყოველთვის ესმით ერთმანეთისა დისკუსიებში. გამორიცხული არ არის, რომ სახელმწიფოტა მეთაურების პირადმა შეხვედრამ ვითარება შეცვალოს.

რედაქცის შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს!