გერმანია ჯერ არ დაუჯერებს ვაშინგტონს: პოლიტოლოგის კომენტარი ამერიკულ სანქციებზე

აშშ-ის კონგრესმა მოიწონა 2021 წლის თავდაცვის ბიუჯეტი, რომელიც გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის წინააღმდეგ სანქციების გაძლიერებასაც გულისხმობს.
Sputnik

თბილისი, 22 ივლისი — Sputnik. რუსული გაზსადენის „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის წინააღმდეგ სანქციების დაწესება არის ევროპის ქვეყნებზე გავლენის მოხდენის მცდელობა, მაგრამ ისინი ამერიკულ სანქციებს სერიოზულ ყურაღებას არ მიაქცევენ, განუცხადა РИА Новости-ს პოლიტოლოგმა ბორის მეჟუევმა.

კონგრესმა დაამტკიცა: შეერთებულმა შტატებმა რუსულ გაზსადენს სანქციები გაუძლიერა

მანამდე აშშ-ის კონგრესმა მოიწონა 2021 წლის თავდაცვის ბიუჯეტი, რომელშიც „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის საწინააღმდეგო სანქციებია გათვალისწინებული.

„ეს არის ზეწოლა ევროპელ მოკავშირეებზე, უპირველესად კი გერმანიაზე. ჯერჯერობით ნაკლებსარწმუნოა, რომ ამან რაიმე ზემოქმედება მოახდინოს [გაზსადენის] მშენებლობაზე. ამ დროისათვის რუსეთს, გერმანიასა და ევროპის ქვეყნებს აქვთ შანსი, ვაშინგტონის შეძახილების მიუხედავად, საქმე ბოლომდე მიიყვანონ“, — მიაჩნია ლომონოსოვის უნივერსიტეტის დოცენტ მეჟუევს.  

ამერიკული სანქციები რუსული პროექტისთვის: პესკოვი კომენტარს აკეთებს>>

თუმცა, პოლიტოლოგის თქმით, როგორც კი აშშ-ში საარჩევნო კამპანია დასრულდება, ვითარება დასტაბილურდება და პარტიებს შიგნით ბრძოლა ჩაცხრება, ევროპაზე ზეწოლა გაძლიერდება და „უსიამოვნებები მოსალოდნელი გახდება“.

„ამ მომენტისთვის გერმანია არ დაუჯერებს ვაშინგტონს, ვინაიდან აცნობიერებს, რომ ვაშინგტონი შიდა კონფლიქტებითაა დაკავებული და მისი საგარეო ნაბიჯები შიდა არასტაბილურობითაა განპირობებული. ასე რომ, ახლა არაა მოსალოდნელი, რომ ევროპის ქვეყნებმა სერიოზული ყურადრება მიაქციონ ამ სანქციებს, მაგრამ საბოლოოდ ამერიკა შეეცდება დააბრუნოს ევროპა საერთო დასავლურ ბანაკში. ვფიქრობ, ეს იქნება აშშ-ის მთავარი ამოცანა შემდგომი ოთხი წლის განმავლობაში, ვინც უნდა გახდეს აშშ-ის პრეზიდენტი“, — აღნიშნა პოლიტოლოგმა.

„ჩრდილოეთის ნაკადი 2“ გაზსადენის ახალი პროექტია რუსეთიდან გერმანიისკენ. მისი სიგრძე 1,2 ათას კილომეტრზე მეტია, ხოლო სიმძლავრე  წელიწადში 55 მლრდ კუბომეტრ გაზს შეადგენს. აშშ ეწინააღმდეგება გაზსადენს და აცხადებს, რომ პროექტი ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას ემუქრება. რუსეთის ხელისუფლების აზრით კი სინამდვილეში ამერიკელებს ევროპის ბაზრიდან რუსული გაზის გაძევება და მისი ამერიკული გათხევადებული ბუნებრივი აირით ჩანაცვლება სურთ, რაც „ევროპისთვის არახელსაყრელია, ვინაიდან ის უფრო ძვირია“.