ფრანგული სული ქართულად – თბილისში მოსიაშვილის ნამუშევრების გამოფენა მიმდინარეობს

ორ ქვეყანაში – საქართველოსა და საფრანგეთში ცხოვრებამ ლევან მოსიაშვილის ტილოებში ევროპულ–კავკასიური კონტრასტულ–მომაჯადოებელი ელფერი შეიტანა.
Sputnik

თბილისი, 20 ივლისი – Sputnik. თბილისის ინოვაციურ სივრცე Art Tent-ში ქართველი მხატვრის ლევან მოსიაშვილის სურათების ექსკლუზიური კოლექცია წარმოადგინეს.

ლევან მოსიაშვილი: რაც თავი მახსოვს, სულ ვხატავ>>

ლევან მოსიაშვილი მსოფლიოში აღიარებული თვითნასწავლი მხატვარია, რომელიც თელავში, მხატვრის ოჯახში დაიბადა.

ნახატებს სრულიად განსხვავებულ სხვადასხვა სტილში ქმნის. ორ ქვეყანაში – საქართველოსა და საფრანგეთში ცხოვრებამ მის ტილოებში ევროპულ–კავკასიური მომაჯადოებელი კონტრასტული ელფერი შეიტანა. მოსიაშვილის ნახატებმა აღიარება ჰპოვა არა მხოლოდ სამშობლოში, არამედ მთელ მსოფლიოში – სამხრეთ აფრიკიდან ევროპამდე.

კახური ზეთით გაზავებული საღებავები და მხატვარი, რომელმაც საფრანგეთს კახეთი შეაყვარა>>

„ამჯერად ჩვენს გალერეაში არსებული ნამუშევრები ფრანგულ პერიოდს უკავშირდება, რისი დათვალიერებაც და შეძენაც შეუძლიათ სტუმრებს. სამომავლოდ კი ლევან მოსიაშვილთან ერთად ბევრ საინტერესო პროექტს გპირდებით“, – აღნიშნულია გალერეის „ფეისბუქ“-გვერდზე.