გიორგი მარგველაშვილის სიძე დაკავებულია

დაკავებულს ბრალი ედება სისხლის სამართლის ორი მუხლით - ძალადობა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება
Sputnik

თბილისი, 19 ივლისი — Sputnik. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის სიზე მინდია გოგოჭური რამდენიმე ბრალდებით დააკავეს.

პირველი არხის ინფორმაციით, საქმე ეხება შეკვეთილში მდებარე სასტუმრო „პარაგრაფში“ მომხდარ ინციდენტს.

საქართველოს პრეზიდენტმა სიძის დაკავებასთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა

შსს დაკავების ფაქტს ადასტურებს, მაგრამ დეტალებზე არ საუბრობს.

შსს-ს ინფორმაციით, მინდია გოგოჭურს ბრალი ედება სისხლის სამართლის ორი მუხლით - ძალადობა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება.

გიორგი მარგველაშვილის სიძე იარაღის უკანონო შენახვისთვის 2018 წლის დეკემბერის დასაწყისშიც დააკავეს. მაშინ ის დააკავეს სპეცოპერაციის ფარგლებში დანაშაულის დაფარვის და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით. თბილისის საქალაქო სასამართლომ მას პატიმრობა შეუფარდა.

საქართველოს ექს-პრეზიდენტის სიძის მეგობარმა თბილისის ცენტრში სროლა ატეხა >>

გოგოჭური საზოგადოების ყურადღების ცენტრში მანამდე მოექცა. იმავე წლის ივლისში ის ქვედა კიდურის არეში დანით მიყენებული სამი ჭრილობით საავადმყოფოში მოხვდა. 2017 წლის იანვარში კი გოგოჭური ცეცხლსასროლი იარაღიდან დაჭრეს.