COVID-19 - ბოლო ცნობები

აზერბაიჯანში მკაცრი კარანტინის მოქმედების ვადა გაგრძელდა

კარანტინის გაგრძელების გადაწყვეტილება აზერბაიჯანის მინისტრთა კაბინეტთან არსებულ ოპერატიულ შტაბში მწვავე განხილვების შემდეგ მიიღეს.
Sputnik

თბილისი, 17 ივლისი – Sputnik. აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მკაცრი საკარანტინო რეჟიმის ორი კვირით გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღო. კარანტინის ვადა 20 ივლისს იწურებოდა, იუწყება „Sputnik–აზერბაიჯანი“.

აზერბაიჯანი განაგრძობს თავისი მოქალაქეების გაყვანას საქართველოდან

როგორც აზერბაიჯანის მინისტრთა კაბინეტთან არსებული ოპერატიული შტაბის წევრმა შახმარ მოვსუმოვმა ქვეყნის სახელმწიფო ტელევიზიის (AzTV) ეთერში განაცხადა, კარანტინის რეჟიმი დიდი განხილვის შემდეგ, სამწუხაროდ, კიდევ 15 დღით გაგრძელდა, ისინი იძულებული იყვნენ, რომ ასეთი გადაწყვეტილება მიეღოთ.

კარანტინის გამკაცრებული რეჟიმი აზერბაიჯანის რიგ ქალაქებსა და რაიონებში მოქმედებს, მათ შორის – ბაქოში, სუმგაითში, ლენქორანში, განჯაში, ჯალილაბადში და სხვ. ამ ტერიტორიებზე შეწყვეტილია მუშაობა, მომსახურება და ვაჭრობა ყველა სფეროში, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და ავტომობილების მოძრაობა.