მკაფიო სურვილი: მეგან მარკლი აშშ-ის პრეზიდენტობას აპირებს

მეგან მარკლის პრეზიდენტობის სურვილზე მსოფლიო მასმედია პირველად არ ალაპარაკებულა, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, როდისთვის აპირებს ის არჩევნებში ჩართვას.
Sputnik

თბილისი, 16 ივლისი — Sputnik. მას შემდეგ, რაც რეპერი კანიე უესტი ოფიციალურად დარეგისტრირდა აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატად, გავრცელდა ინფორმაცია, რომ სასექსის ჰერცოგინია მეგან მარკლიც მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში როგორც პრეზიდენტობის კანდიდატი.

ამის თაობაზე საუბრობს სამეფო ოჯახის მკვლევარი და ბიოგრაფი, ჟურნალისტი ბევერლი ტერნერი.

​მისი თქმით, მარკლის მიზანი — პრეზიდენტობაა. სწორედ ამ მიზნით დაითანხმა სასექსის ჰერცოგინიამ მეუღლე, ბრიტანეთის პრინცი ჰარი, დაეტოვებინა არა მარტო ბრიტანეთი, არამედ სამეფო ოჯახიც.

ამის პარალელურად მეგან მარკლმა დიდი ავტორიტეტი მოიპოვა როგორც აშშ-ში, ისე მთელ მსოფლიოში.

„ის მონაწილეობას მიიღებს საპრეზიდენტო არჩევნებში, მე ამაში დარწმუნებული ვარ“, — აღნიშნა ტერნერმა Express-თან ინტერვიუში.

ბევერლი ტერნერს არ დაუზუსტებია, წელს წამოაყენებს მეგან მარკლი საკუთარ კანდიდატურას თუ მომდევნო არჩევნებზე.

პირველი ნაბიჯი პრეზიდენტობისკენ: კანიე უესტი ვიდეოს აქვეყნებს>>

აღსანიშნავია, რომ მეგან მარკლის პრეზიდენტობის სურვილზე ახლა პირველად არ ალაპარაკებულან. 2018 წელს გამოცემა Daily Mail სამეფო კართან დაახლოებულ ანონიმ წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ მეგანმა „მკაფიოდ გამოთქვა აშშ-ის პრეზიდენტობის სურვილი“.