რუსთავის „ცხელების ცენტრიდან“ გაქცეული მამაკაცი კარანტინში დააბრუნეს

რუსთავის „ცხელების ცენტრიდან“ პაციენტი დღეს გაიქცა. მამაკაცს, რომელსაც რუსეთში მოგზაურობის ისტორია აქვს, ტემპერატურა დაუფიქსირდა.
Sputnik

თბილისი, 12 ივლისი – Sputnik. მამაკაცი, რომელიც რუსთავის „ცხელების ცენტრიდან“ გაიქცა, სამართალდამცველებმა საკარანტინო სივრცეში დააბრუნეს, იუწყება „პირველი არხი“.

რუსთავის „ცხელების ცენტრიდან“ გაქცეულ პაციენტს ეძებენ

რუსთავის „ცხელების ცენტრიდან“ პაციენტი დღეს გაიქცა. შუახნის მამაცი, რომელსაც რუსეთში მოგზაურობის ისტორია აქვს, რუსთავის საკარანტინო სივრცეში იმყოფებოდა.

მას თერმოსკრინინგის დროს ტემპერატურა დაუდასტურდა, რის გამოც „ცხელების ცენტრის“ ბოქსირებულ განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც ანალიზები აუღეს. თუმცა, ვიდრე ე.წ. ცხელების ცენტრიდან საკარანტინო სივრცეში დაბრუნდებოდა, პაციენტი ფანჯრიდან გადახტა და მიიმალა.