ავარია კახეთში: ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი დაშავდა

ქვემო მაჩხაანიდან ბოდბისხევის მიმართულებით მოძრავი ავტომობილი ელექტროგადამცემი ხაზის ბოძს შეეჯახა.
Sputnik

თბილისი, 7 ივლისი — Sputnik. სიღნაღის მუნიციპალიტეტში ავტოავარიის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა.

საზარელი ავარია ქედაში: ერთი ადამიანი დაიღუპა, სამი დაშავდა

პირველი არხის ინფორმაციით, ქვემო მაჩხაანიდან ბოდბისხევის მიმართულებით მოძრავი ავტომობილი ელექტროგადამცემი ხაზის ბოძს შეეჯახა.

ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა, კიდევ ორი წნორში „არქიმედეს“ კლინიკაში გადაიყვანეს. დაშავებულებს სამედიცინო გამოკვლევები უტარდებათ.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.