ერთიან ეროვნულ გამოცდებს 24 მსჯავრდებული და ბრალდებული აბარებს

გამოცდებზე აბიტურიენტების ეს კატეგორია, რომელთა შორის ექვსი არასრულწლოვანია, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს გადაჰყავს.
Sputnik

თბილისი, 7 ივლისი — Sputnik. იმ აბიტურიენტებს შორის, რომლებიც წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებენ, 24 ბრალდებული და მსჯავრდებულია, მათ შორის ექვსი არასრულწლოვანია, ნათქვამია სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.

თქვენი განათლება ქვეყნის წინსვლის გარანტიაა – გახარიამ აბიტურიენტებს წარმატებები უსურვა

გამოცდებზე ბრალდებული და მსჯავრდებული აბიტურიენტების მიყვანას სპეციალურ პენიტენციური სამსახური უზრუნველყოფს.

„სპეციალური პენიტენციური სამსახური თითოეულ აბიტურიენტს წარმატებას უსურვებს და ბრალდებულების/მსჯავრდებულების ეროვნულ გამოცდებში შეუფერხებლად მონაწილეობას უზრუნველყოფს", - აღნიშნულია განცხადებაში.

ერთიანი ეროვნული გამოცდები 6 ივლისს დაიწყო და 25 ივლისამდე გაგრძელდება.