თბილისი, 3 ივლისი — Sputnik. მოხალისეები, რომლებიც კორონავირუსის ვაქცინის გამოცდაში მონაწილეობენ, თავს კარგად გრძნობენ, იუწყება РИА Новости რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით, რომელიც თავად მონაწილეობდა აღნიშნული ვაქცინის შექმნაში.
თავდაცვის უწყების პრეს-სამსახურის ცნობით, საცდელი პირების ჯგუფში, რომლებმაც ვაქცინის ორიდან ერთი კომპონენტი 18 ივნისს მიიღეს, ჯანმრთელობის მდგომარეობას არავინ უჩივის, სერიოზული არასასურველი მოვლენები არ დარეგისტრირებულა.
მეორე ჯგუფის წევრების მდგომარეობა, რომლებმაც ვაქცინის პირველი კომპონენტი 23 ივნისს მიიღეს და რომლებსაც მეორე კომპონენტი 21 დღის შემდეგ უნდა გაუკეთდეთ, ასევე ნორმალურად გრძნობენ თავს, გართულებები და გვერდითი რეაქციები არ გამოვლენილა.
ვაქცინის ტესტირება, რომელიც გამალეის სახელობის ეპიდემიოლოგიისა და მიკრობიოლოგიის კვლევითმა ცენტრმა რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან ერთად შექმნა, ორი კვირის წინ დაიწყო. ტესტის დასრულება ივლისის ბოლომდე იგეგმება.