სვანეთში პირველად საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების კინოფესტივალი ჩატარდება

კორონავირუსის პანდემიის გამო კინოფესტივალს მხოლოდ ქართველი კინემატოგრაფისტები დაესწრებიან, ხოლო უცხოელები დისტანციურად იქნებიან ჩართულნი.
Sputnik

თბილისი, 2 ივლისი - Sputnik. სვანეთის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების კინოფესტივალი წელს პირველად მესტიაში 25-29 ივლისს გაიმართება, დაწერა ფესტივალის დამფუძნებელმა, კინორეჟორისმა მარიამ ხაჭვანმა სოციალურ ქსელში.

ტრენტოს საერთაშორისო კინოფესტივალის ფოკუს ქვეყანა წელს საქართველოა

კორონავირუსის პანდემიის გამო კინოფესტივალს მხოლოდ ქართველი კინემატოგრაფისტები დაესწრებიან, ხოლო უცხოელები დისტანციურად იქნებიან ჩართულნი.

„Covid -19 გამო ფესტივალის ფორმატის შეცვლა მოგვიწია, მაგრამ მთავარია, რომ წელს პირველად ჩაეყრება საფუძველი კინოფესტივალს სვანეთში და ყოველწლიურად ჩატარდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია სვანეთის რეგიონისთვის და საქართველოსთვის“, - დაწერა მარიამ ხაჭვანმა.

ორგანიზატორები ფესტივალზე წარსადგენად მხოლოდ 2018-2020 წელს გადაღებულ  ფილმებს განიხილავენ.

მარიამ ხაჭვანის თქმით, ფესტივალი ყოველ წელს უფრო მაშტაბურ სახეს მიიღებს.

მარიამ ხაჭვანი

„ჩვენი სიყვარულის მერე“ – რომელი ფილმები დააფინანსა ეროვნულმა კინოცენტრმა

მარიამ ხაჭვანი კინოს სამყაროში ცნობილი გახდა როგორც „დინოლასა“ და „დედეს“ ავტორი. მისი ფილმები სვანეთის მკაცრი ტრადიციების შესახებ მოგვითხრობს. თავის ნამუშევრებში ხაჭვანი ცდილობს უჩვენოს მაყურებელს მშობლიური მხრის ნამდვილი სული და მთის ბუნება შეაყვაროს.

რეჟისორი მარიამ ხაჭვანი 1986 წლის 1 მაისს სოფელ უშგულში დაიბადა. 2008 წელს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ტელეკინორეჟისურის ფაკულტეტი დაამთავრა. რამდენიმე მოკლემეტრაჟიანი და დოკუმენტური ფილმის ავტორია. 2012 წელს მისი კინოსცენარი „დედე" ქართული ლიტერატურული პრემია „გალას" პრიზიორი გახდა. ფილმ „დედეს" მრავალ საერთაშორისო კინოფესტივალზე ხვდა წარმატება.

2018 წელს მარიამ ხაჭვანი კანის კინოფესტივალის Cinefondation სპეციალური პროგრამა „რეზიდენციის“ მონაწილე გახდა. პროექტი „რეზიდენცია“ ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული კინოფესტივალის ორგანიზატორების მიერ 2000 წელს ამოქმედდა. იმ დროიდან პროგრამა ყოველწლიურად ასწავლის ახალგაზრდა რეჟისორებს და კინოში პირველი ნაბიჯების გადადგმაში ეხმარება.

მარიამ ხაჭვანის ფილმი „დედე“ საერთაშორისო ფესტივალის გამარჯვებული გახდა >>

გასული წლის სექტემბერში ხაჭვანის ახალი ფილმის პროექტმა „ჩემი მეზობელი ანა“ სამხრეთ კორეაში დოკუმენტური კინოს ფესტივალ DZM docs-ის დაფინანსება მოიგო.