მსოფლიო დღეს

ისტორიული რეკორდი: პლანეტის უმდიდრესი ადამიანი კიდევ უფრო გამდიდრდა

„ბლუმბერგის“ რეიტინგიდან ასევე ცნობილი ხდება, რამდენია ამ მომენტისთვის ბიძინა ივანიშვილის ქონება და რომელ ადგილს იკავებს ის რეიტინგში.
Sputnik

თბილისი, 2 ივლისი — Sputnik. მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის, კომპანია Amazon-ის მფლობელი ჯეფ ბეზოსის ქონებამ ახალ ისტორიულ რეკორდს – 172 მლრდ დოლარს მიაღწია, იუწყება სააგენტო „ბლუმბერგი“ მათ მიერ გამოთვლილ რეიტინგზე Bloomberg Billionaires Index (BBI) დაყრდნობით.

ტრილიონერთა კლუბი: ცნობილია პირველი სავარაუდო ტრილიონერების ვინაობა

„ბლუმბერგის“ ინფორმაციით, წინა რეკორდი ბეზოსის ქონებაში 2018 წლის 4 სექტემბერს დაფიქსირდა, როდესაც მისმა  კაპიტალმა 167,7 მლრდ დოლარი შეადგინა.

სააგენტო აღნიშნავს, რომ ახალი რეკორდის დამყარება Amazon-ის აქციების გაძვირებას მოჰყვა: 1 ივლისის მდგომარეობით, აქციების ფასმა 4,4%-ით მოიმატა და ერთი ცალის ღირებულებამ რეკორდულ 2878,7 დოლარს მიაღწია.

აღსანიშნავია, რომ მაისში კონსალტინგურმა კომპანია Comparisun-მა გამოაქვეყნა პროგნოზი, რომლის თანახმადაც ჯეფ ბეზოსს ყველა შანსი აქვს გახდეს პირველი ადამიანი მსოფლიოში, რომლის ქონებაც 2026 წლისთვის ერთ ტრილიონ დოლარს გადააჭარბებს. 

ჟურნალ Forbes-ის მონაცემებით, ბეზოსი უკვე მესამე წელია რჩება მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანად.

დედამიწის ფონდი: პლანეტის უმდიდრესი ადამიანი გრანტების გაცემას იწყებს>>

BBI-ს მონაცემებით, სიმდიდრის მხრივ მეორე პოზიციაზეა ბილ გეიტსი – 114 მლრდ დოლარით, ხოლო მესამეზე – მარკ ცუკერბერგი – 90 მლრდ დოლარით. 

რაც შეეხება ქართველ მილიარდერ ბიძინა ივანიშვილს, მისი ქონება, Bloomberg Billionaires Index-ის თანახმად, 5,35 მლრდ დოლარს შეადგენს და ის 378-ე პოზიციას იკავებს.