COVID-19 - ბოლო ცნობები

ზედიზედ მესამე დღეა რუსეთში COVID-19-ის გამოვლენილი შემთხვევების რიცხვი 7 000-ზე ნაკლებია

ერთ დღეში რუსეთში კორონავირუსული ინფექცია 5735-მა პაციენტმა დაამარცხა, პანდემიის მთელ პერიოდში - 399 087.
Sputnik

თბილისი, 28 ივნისი - Sputnik. რუსეთში ერთ დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირების 6 791 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, განაცხადეს ინფექციასთან ბრძოლის ოპერატიულ შტაბში.

 პანდემიის პერიოდში ქვეყნის 85 რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 634 437 შემთხვევა გამოვლინდა (+1,1%).

რუსეთის ცესკოზე კიბერშეტევა განხორციელდა

გასულ დღე-ღამეში გამოჯანმრთელდა 5 735 ადამიანი. კერძოდ, მოსკოვის ოლქში კლინიკებიდან გაეწერა 1319 ადამიანი, მოსკოვში - 1052, სანქტ-პეტერბურგში - 598. პანდემიის პერიოდში რუსეთში სულ გამოჯანმრთელდა 399 087 პაციენტი.

ბოლო დღე-ღამეში დადასტურდა 104 ლეტალური შემთხვევა. კერძოდ, 24 ადამიანი გარდაიცვალა მოსკოვში, 21 - სანქტ-პეტერბურგში, 6 - მოსკოვის ოლქში.

პანდემიის პერიოდში რუსეთში სულ 9073 ადამიანი გარდაიცვალა.