ალექსანდრ ხროლენკო
რუსეთის სამხედრო პატრულები ძლიერდება, საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის ზონები ფართოვდება, სულ უფრო მეტი სირიელი უბრუნდება სამშობლოს — ნორმალურ ცხოვრებას.
სირიის არაბულ რესპუბლიკაში ვითარება კვლავ დაძაბულია, პერიოდულად აღინიშნება სხვადასხვა დაჯგუფებების ბოევიკების აქტივიზაცია, „ისლამური სახელმწიფოს“ ჩათვლით . რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 2019 წლიდან „ისლამური სახელმწიფოს“ კონტროლქვეს სირიაში ტერიტორიები აღარ არის, მაგრამ ქვეყანაში სხვა ტერორისტული ფორმირებების გავლენის ზონები რჩება.
რუსეთის ჯარების დაჯგუფების ძირითადი ძალისხმება იდლიბის დეესკალაციის ზონისკენაა მიმართული, სადაც მთლიანობაში წარმატებით სრულდება შეთანხმებები რუსეთ–თურქეთის ერთობლივი პატრულირების შესახებ ტრასა М-4–ის მონაკვეთზე. რუსეთისა და თურქეთის შეთანხმებით, 6 მარტიდან მოქმედებს საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის რეჟიმი. შემორჩენილი ტერორისტული რაზმები ც დილობენ ჩაშალონ მშვიდობიანი დარეჰულირების პროცესი, მაგრამ ღია ბრძოლის საწარმოებლად ძალა აღარ აქვთ.
რუსეთისა და თურქეთის სამხედროების ერთობლივი პატრულირებისას 16 ივნისს დასახლებულ პუნქტებს, ერიხსა და ურუმ–ელ–ჯაუზას შორის ბოევიკელმა ტერაქტის მოწყობა სცადეს. თვითნკეთმა ასაფეთქებელმა მოწყობილობამ ტრასა М-4–ზე რუსული ჯავშანტრანსპორტიორი იმნიშვნელოდ დააზიანა. ერთობლივი პატრულის პირადი შემადგენლობა არ დაშავებულა.
სირიის ჩრდილოეთში, ქალაქ კობანის რაიონში 9 ივნისს ასევე აფეთქდა თვითნაკეთი ნაღმი რუსული სამხედრო პოლიციის მსვლელობის კურსზე, მაგრამ არავინ დაშავებულა. იდლიბის დეესკალაციის ზონაში მაისის ბოლოს ფუგასურ ნაღმზე აფეთქდა თურქული სამხედრო პატრული, დაღუპა ერთი სამხედრო.
ის ფაქტი, რომ 9 და 16 ივნისს ნაღმების აფეთქებისას სერიოზული დაშავებულები რუსულ მხარეს არ ჰყავს, სამხედრო პატრულებისა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიდგომის ეფექტურობაზე მეტყველებს. სამხედრო უწყება აფართოვებს და აძლიერებს ჯავშანტექნიკის პარკს — სირიაში ახალი დაჯავშნული ავტომობილი „ტაიფუნები“ გამოჩნდა.
რუსული სამხედრო პატრულების აქტიურობა იდლიბის პროვინციით არ შემოისაზღვრება, ვერტმრენ Ми-8АМТШ და Ми-35–ები მშვიდობას იმ რეგიონებშიც ამყარებენ, რომლებიც მანამდე სირიის სამთავრობო ძალების კონტროლქვეშ არ იყო. ათვისებულია 300 კმ–ზე მეტი სიგრძის მარშრუტი ევფრატსმიღმა ცალკეულ რაიონებში — სირიის სახელმწიფო საზღვრის გაყოლებაზე.
სირიაში სამხედრო ოპერაციის პერიოდში (2015 წლის 30 სექტემბრიდან) გაცდილია თანამედროვე რუსული შეიარაღების 300–ზე მეტი ნიმუში, ამასთან განადგურებულია 87 ათასზე მეტი ბოევიკი. და ეს სირიაში რუსეთის ტავდაცვის სამინისტროს კონსტრუქციული ყოფნის ყველა შედეგი არ არის.
დასავლეთის აქტიურობა
პენტაგონში 10 ივნისს განაცხადეს, რომ აშშ არ გეგმავს სირიაში მუდმივად დარცენას. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯერ კიდევ სამი წლის წინ გამოაცხადა „ისლამურ სახელმწიფოზე“ გამარჯვება სირიასა და ერყაში. მაგრამ ჯარების გაყვანის ნიშნები არ შეინიშნება, არაბულ რესპუბლიკაში არალეგიტიმური ყოფნა (გაეროს სანქციისა თუ დამასკის მიპატიჟების გარეშე) დღემდე გრძელდება.
ამერიკელმა პარტნიორებმა 16 ივნისს ერაყიდან სირიის ჩრდილო–აღმოსავლეთისკენ 45 სატვირთოსგან, შვიდი ჯავშანმანქანისა და საწვავის ცისტერნებისგან შემდგარი კოლონა გაგზავნეს. კოლონა პროვინცია ჰასეკში უკანონოდ მოქმედი სასაზღვრო საკონტროლო–გამშვებ პუნქტ ალ–ვალიდის გავლით შევიდა და ამერიკული უკანონო სამხედრო ბაზებისკენ გაემართა, რომლებიც ნავთობით მდიდარ პროვნიციაშია განთავსებული. ამერიკელების მსგავს ქმედებებს სირია ოკუპაციად აფასებს და მიაჩნია, რომ ვაშინგტონს სირიის ნავთობსაბადოებზე კონტროლის შენარჩუნება სურს.
ვაშინგტონის სანქციები სირიის მიმართ უპირველესად არაბული რესპუბლიკის მშვიდობიან მოსახლეობას ურტყამს. შეერთებულ შტატებში 17 ივნის ძალაში შევიდა კანონი „სირიის სამოქალაქო მოსახლეობის დაცვის შესახებ“, რომელსაც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში შემდეგნაირად აფასებენ: „ცალმზრივი რესტიქციები, რომლებიც უსაფრთხოების საბჭოს გვერდის ავლითაა მიღებული, ბლოკავს სირიაში მედიკამენტების... კომპიუტრერებისა და მაღალტექნოლოგიური მოწყობილობებისა (რენტგენული სკანერები, ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატები, დიალიზისა და სხივური თერაპიის დანადგარები) და ასევე სასუქოს, წყლის გამწმენდი სისტემების, სამშენებლო აღჭურვილობისა და ელექტროგენერატორების შეტანას“.
P.S. რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს!