ჰაერის ხარისხს საქართველოს 25 ქალაქში შეამოწმებენ

ჰაერის სინჯებს საქართველოს ქალაქებიდან ანალიზის ჩასატარებლად დიდი ბრიტანეთის აკრედიტებულ ლაბორატორიაში გაგზავნიან.
Sputnik

თბილისი, 16 ივნისი – Sputnik. გარემოს ეროვნული სააგენტო ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მონიტორინგის მე-19 ეტაპს იწყებს, ნათქვამია უწყების განცხადებაში.

COVID-19-ის სულ სხვა მხარე: პანდემიის მოულოდნელი სიკეთეები მსოფლიოსა და საქართველოსთვის>>

გარემოს ეროვნული სააგენტო მაჩვენებლებს 2015 წლიდან ზომავს. ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში ჰაერში სხვადასხვა დამაბინძურებლების კონცენტრაციების გამზომი მოწყობილობებია დამონტაჟებული. სპეციალისტები ჰაერში აზოტის დიოქსიდის, ოზონისა და ბენზოლის შემცველობაზე სინჯებს პერიოდულად იღებენ.

პანდემიის დროს თბილისში ჰაერის ხარისხი გაუმჯობესდა

ქვეყნის 25 ქალაქში აღებული ჰაერის სინჯები დიდ ბრიტანეთში, აკრედიტებულ ლაბორატორიაში გაიგზავნება. მიღებულ შედეგებს სამთავრობო პორტალზე უახლოეს პერიოდში გამოაქვეყნებენ.

როგორც სააგენტოში უფრო ადრე განაცხადეს, გაზაფხულის თვეების განმავლობაში ჰაერის ხარისხი თბილისში გაუმჯობესდა, პანდემიასთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების შედეგად მნიშვნელოვნად შემცირდა უარყოფითი ზემოქმედება გარემოზე. ავტოტრანსპორტის რაოდენობის შემცირებამ შესამჩნევად გააუმჯობესა ჰაერის დამაბინძურებლების კონცენტრაციის, კერძოდ, აზოტის დიოქსიდის მაჩვენებელი.

თბილისში ჰაერის დაბინძურების ერთ-ერთი მთავარი წყარო ყოველთვის იყო ავტომობილების რიცხვის მუდმივი ზრდა და, შესაბამისად, გამონაბოლქვის დიდი რაოდენობა.

კორონავირუსის დადებითი მხარე: საქართველოში ჰაერი გაიწმინდა

2017 წელს ჩატარებული კვლევების თანახმად, თბილისის ჰაერის დაბინძურება დაშვებულ ნორმას 2,9-ჯერ აღემატება. ყოველწლიურად ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაავადებებისგან საქართველოში 7 ათასზე მეტი ადამიანი იღუპება.

აზოტის დიოქსიდი ტოქსიკური ნივთიერებაა, რომელიც უარყოფითად მოქმედებს სასუნთქ გზებზე, იწვევს თვალების გაღიზიანებას, ყნოსვის შესუსტებას. დიდი ხნის ზემოქმედების შედეგად ვითარდება ბრონქიტი, ფილტვების ანთება.

მოწამვლის პირველ ეტაპზე საერთო სიმპტომებია: თავის ტკივილი, აპათია, საერთო სისუსტე, შფოთვა, ტკივილი გულ-მკერდის არეში, ხველა, ეიფორიის შეგრძნება.