COVID-19 - ბოლო ცნობები

პუტინი: რუსეთი პანდემიიდან მინიმუმი დანაკარგით გამოდის

რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა ერთ დღეში 8835-ით გაიზარდა და 528 964-ს გაუტოლდა, ამავე დროს კლინიკებიდან გაეწერა 5409 ადამიანი, პანდემიის დაწყებიდან სულ გამოჯანმრთელდა 280 050 პაციენტი.
Sputnik

თბილისი, 14 ივნისი - Sputnik. რუსეთი დამაჯერებლად და მინიმალური დანაკარგებით გამოდის კორონავირუსიდან, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა.

გარკვეული ხარჯების, პრობლემების, დანაკარგების მიუხედავად, ქვეყანა კორონავირუსის სიტუაციიდან გამოდის „დამაჯერებლად, მინიმალური დანაკარგით“, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა პროგრამაში „მოსკოვი. კრემლი. პუტუნი.“

„ღმერთმა ქნას, რომ შემდგომშიც ასე იყოს“, - აღნიშნა რუსეთის ლიდერმა.

ინფექციასთან ბრძოლის ოპერატიული შტაბის მონაცემებით, რუსეთში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსისგან 119 ადამიანი გარდაიცვალა, მთელი პანდემიის პერიოდში - 6948.

რუსეთში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 8835-ით გაიზარდა და 528 964-ს გაუტოლდა. ამავე შუალედში კლინიკებიდან გაეწერა 5409 ადამიანი, სულ COVID-19-ის გავრცელებიდან გამოჯანმრთელდა 280 050 ადამიანი.