სიხარულით, მაგრამ პირბადეებით – რა წესების დაცვა მოუწევთ სასტუმროებსა და მათ სტუმრებს

სასტუმროების სექტორმა უკვე მიიღო რეკომენდაციები იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა იმუშაოს პანდემიის პირობებში და რა წესები უნდა დაიცვან სტუმრებმა.
Sputnik

თბილისი, 8 ივნისი – Sputnik. როგორც შიდა, ისე საერთაშორისო ტურისტებმა სასტუმროში უნდა იარონ პირბადით და დაიცვან სოციალური დისტანცია – ასეთია მათთვის დაწესებული წესები.

როგორც საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივივილმა განაცხადა, ტურიზმი ქვეყანას ძალიან ფრთხილად და უსაფრთხოდ უნდა დაუბრუნდეს.

უცხოელი ტურიტები საქართველოს ვერ შეელევიან – თურნავა>>

მან აღნიშნა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია საქართველოში სასტუმროების გახნა და ისაუბრა იმ სიახლეებზე, რომლებიც პანდემიის პირობებშია დაწესებული.

სასტუმროები პირველ ეტაპზე ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამის ვებ-გვერდზე უნდა დარეგისტრირდნენ, უნდა გაიარონ პირველადი შემოწმება და სტუმრების მიღება მხოლოდ შესაბამისი ნებართვის მიღების შემდეგ დაიწყონ.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი კრიტერიუმი იმისთვის, რომ დავაბრუნოთ ტურიზმის ინდუსტრია საქართველოში, თუმცა დავაბრუნოთ ძალიან ფრთხილად და უსაფრთხოდ, რადგან მოქალაქეების ჯანმრთელობა და ვირუსის პრევენცია არის ჩვენი პირველი მისია“, – განაცხადა ქვრივიშვილმა.

მისი აზრით, დადგენილი სიახლეებისა და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესრულება სასტუმროებისთვის სირთულეს არ წარმოადგენს.

როგორ მიიღებს საქართველო ტურისტებს: გახარიამ დეტალებზე ისაუბრა

ტურისტებს სასტუმროში გადაადგილება პირბადეებით მოუწევთ, ასევე სოციალური დისტანციის დაცვით. რესტორნებში, მათ შორის, სასტუმროების რესტორნებში მაგიდებს შორის ორმეტრიანი დისტანცია უნდა იყოს, ხოლო ერთ მაგიდასთან ექვს ადამიანზე მეტი არ უნდა იჯდეს.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება კვების ობიექტების მდგომარეობაზე, ასევე ნომრების დალაგების, აუზების გაწმენდისა და სხვა სპეციფიკაზე.

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ შეიმუშავა ტრენინგ-პროექტი, რომელიც ივნისში დაიწყო. ტურიტული ინდუსტრიის წარმომადგენელ ნებისმიერ მსურველს შეუძლია ტრენინგებში მონაწილეობა და ახალ პირობებში მუშაობის შესახებ აუცილებელი ინფორმაციის უფასოდ მიღება.

რა შეზღუდვები მოიხსნა საქართველოში ორშაბათიდან>>

საქართველოში სასტუმროების მუშაობა ორშაბათიდან, 8 ივნისიდან განახლდა, მაგრამ მხოლოდ ის სასტუმროები იმუშავებენ, რომლებმაც ჯანდაცვის სამინიტროს შესაბამისი ნებართვა მიიღეს.

საერთაშორისო სტუმრებს საქართველო 1 ივლისიდან მიიღებს, ხოლო შიდა ტურიზმი უკვე 15 ივნისიდან ამოქმედდება.