სმარტფონზე ბანკის დანართის დაყენება სახიფათოა: ექსპერტი გამოსავალს გასწავლით

ექსპერტი განმარტავს, რით შეიძლება იყოს სახიფათო ბანკის მობილური დანართი და როგორ უნდა მოიქცეთ საკუთარი თანხების დასაცავად.
Sputnik

თბილისი, 8 ივნისი — Sputnik. ბანკების მობილური დანართები ტელეფონებისთვის ძალზე მოსახერხებელია გამოსაყენებლად, მაგრამ ზოგ შემთხვევაში შესაძლოა საფრთხის შემცველიც იყო, აცხადებს რუსეთის ორგანიზაცია „ციფრული პლატფორმების“ გენერალური დირექტორი არსენი შელცინი. 

20 წლის ბიჭმა Facebook-გვერდები გატეხა და 28 ათას ლარამდე თაღლითურად მიითვისა

ექსპერტის თქმით, იმისათვის, რომ არ დაუშვათ პერსონალური მონაცემების გაჟონვა და თანხების მოპარვა ანგარიშებიდან, აუცილებელია ტელეფონზე მობილური ანტივირუსის დაყენება.

„იმისათვის, რომ უსაფრთხოება უზრუნველყოთ, ტელეფონზე მობილური ანტივირუსი–დანართი უნდა დააყენოთ, ან, უბრალოდ, უნდა გამიჯნოთ ანგარიშები და გადახდები. ასევე არ უნდა დაუშვათ ტელეფონით წვდომა იმ საბანკო ანგარიშებზე, რომლებზეც დიდი თანხები ინახება“, — აღნიშნავს ექსპერტი.

მისი თქმით, არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაკლიკოთ არა მარტო გაურკვეველი ნომრებიდან SMS-ით მიღებულ  ბმულებზე, არამედ ნაცნობი ნომრებიდან გამოგზავნილ საეჭვო ლინკებზეც.

კიდევ ერთი რეკომენდაცია ექსპერტისგან ისაა, რომ არ უნდა ჩატვირთოთ სმარტფონში ისეთი დანართი, რომელიც ძალიან ბევრ ფუნქციას ითხოვს ტელეფონში — ასეთი შეიძლება იყო ფანარი ან რომელიმე პატარა თამაშიც კი.