COVID-19 - ბოლო ცნობები

ბავშვისთვის პირბადე უაზროა და სახიფათო: იაპონელი პედიატრები ასახელებენ ასაკს

იაპონელი პედიატრები ასახელებენ მიზეზებსა და ასაკს, როდესაც ბავშვისთვის სამედიცინო ნიღბის ტარება პანდემიის პირობებშიც კი საზიანოა.
Sputnik

თბილისი, 8 ივნისი — Sputnik. პატარა ბავშვებისთვის სამედიცინო ნიღბების ტარება, მიუხედავად კორონავირუსის პანდემიისა, რეკომენდებული არ არის, აცხადებენ იაპონელ პედიატრთა ასოციაციაში. 

როგორი უფროსები ესიმპათიურებათ ერთ წლამდე ბავშვებს: მეცნიერებმა საიდუმლო ამოხსნეს

ექიმების თქმით, ნიღბების ტარება უაზრობაა უკეთეს შემთხვევაში და სახიფათო – უარეს შემთხვევაში, განსაკუთრებით ორ–სამ წლამდე ბავშვებისთვის, ვინაიდან ამ ასაკში მათ ჯერ კიდევ ვიწრო სასუნთქი გზები აქვთ და ამიტომ გაგუდვის რისკი იზრდება.

„პატარამ შესაძლოა უბრალოდ ვერ უთხრას მშობლებს, რომ სუნთქვა უჭირს, ან ვერ მოიხსნას ნიღაბი. ამასთან, თუ ბავშვს რაიმე ტიპის ქრონიკული დაავადება აწუხებს და თავშეყრის ადგილებში ყოფნა მისთვის სახიფათოა, საჭიროა გაუკეთოთ არა ნიღაბი, არამედ რესპირატორი“, — განმარტავენ პედიატრები.

ამასთან, იაპონელი სპეციალისტები ამბობენ, რომ მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულ ბავშვთა შორის ჭარბობენ ისინი, ვისაც ვირუსი საკუთარი ოჯახის წევრებისგან გადაედოთ და არა სახლს გარეთ ყოფნისას. 

ექიმების თქმით, ნიღაბმა შესაძლოა გაზარდოს დატვირთვა ბავშვის გულზე, ხოლო ცხელ ამინდში სითბური დარტყმაც კი გამოიწვიოს. ამასთან, პატარებს ხშირად აქვთ პირღებინებაც, რაც კიდევ უფრო ზრდის გაგუდვის საფრთხეს, თუ მას ნიღაბი უკეთია.

დაავადების საფრთხე: Johnson & Johnson-ი ბავშვის პუდრის წარმოებას აჩერებს>>

პედიატრები აფრთხილებენ მშობლებს, რომ შვილი ყოველთვის ისე დაიჭირონ ხელში, რომ მის სახეს ხედავდნენ.