მოსაზრება: პენტაგონის მანევრები პოლონეთში და ნატოს სწავლებები ბალტიის ზღვაში

კორონავირუსული დაავადება COVID-19–ის პანდემიამ მნიშვნელოვნად შეამცირა, მაგრამ ვერ შეაჩერა აშშ–ისა და ნატოს სამხედრო აქტიურობა აღმოსავლეთ ევროპაში.
Sputnik

ალექსანდრ ხროლენკო

პოლონეთსა და ბალტიის რეგიონში პენტაგონისა და ალიანსის სამხედრო სწავლებები დაიწყო — მკვეთრად გამოხატული ანტირურული ხასიათისა.

სამხედრო სწავლება Defender-Europe 20 Plus–ი, რომელშიც 4000 ამერიკელი და 2000 პოლონელი სამხედრო მონაწილეობს, 4 ივნისს დაიწყო პოლონეთში, დრავსკო–პომორსკის პოლიგონზე. ეს არის კორონავირუსის პანდემიის გამო მოდიფიცირებული Defender-Europe 20–ისა და მასთან დაკავშირებუილი სხვა სწავლებების (Allied Spirit, Dynamic Front, Joint Warfighting Assessment, Saber Strike, Swift Response) მოდიფიცირებული „ჯუჯა“ ვერსიაა. 

მოსაზრება: რაში სჭირდება რუსეთს სამხედრო ბაზების გაფართოება სირიაში

თავიდან მასშტაბური ღონისძიებების ჩატარება მაისში იგეგმებოდა, რომელშიც დაახლოებით 40 ათას ამერიკელ სამხედროს უნდა მიეღო მონაწილეობა.  მათი რიცხვის ათჯერადი შემცირება და აქედან გამომდინარე, სწავლების  თავდაპირველი აზრის დაკარგვა (მოკავშირეების მასშტაბური მხარდაჭერა ოკეანის გაღმიდან), აშკარაა. თუ ჰოპოთეტური აგრესიისგან 118 ათასი პოლონელი სამხედრო ვერ დაიცავს ქვეყანას, 4 ათასი ამერიკელი ამინდს ვერ შექმნის. რომ აღარაფერი ვთქვათ მთელი ევროპის დაცვაზე აშშ–ის არმიის ერთი არასრული ბრიგადის მიერ. და მაინც, პენტაგონმა გადაწყვიტა ეჩვენებინა, რომ ევროპის მომავალი მხოლოდ ვაშინგტონზეა დამოკიდებული.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის კიდევ ერთი სწავლება BALTOPS-2020 ბალტიკის პოლიგონებზე 7 – 16 ივნისს ჩატარდება. მანევრების დეკლარირებული მიზანი – ეს ერთობლივი რეაგირების პოტენციალის განმტკიცება და „ბალტიის ზღვის დაცვის“ (რომელსაც არაფერი ემუქრება) გადაწყვეტილების დემონსტრირებაა. აშკარაა, პროვოკაციული სამხედრო სწავლებების ორგანიზატორებისა და მონაწილეებისათვის ხმელეთსა თუ ზღვაზე გამოგონილი საფრთხეები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე კორონავირუსი თუ რეალური ევროპული საფრთხეები. რის გაკეთებას გეგმავენ ისინი? 

მოსაზრება: რას აკეთებენ ბარენცის ზღვაში აშშ-ის და ბრიტანეთის სამხედრო ხომალდები

Defender-Europe 20 Plus 

პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა მარიუშ ბლაშჩაკმა 4 ივნისს განაცხადა: „ეპიდემიამ შეცვალა ჩვენი გეგმები, მაგრამ ყველაზე მთავარი ისაა, რომ ჩვენ სწრაფად შევძელით ადაპტირება ცვალებად ვითარებასთან“.

ამოქმედებულია 100 ტანკი, 230 სხვა საბრძოლო მანქანა, არტილერია და ავიაცია — სულ 2000 ერთეული სამხედრო ტექნიკა. ამერიკული და პოლონური ჯავშანსატანკო და საჰაერო–სადესანტო ქვედანაყოფები 15 დღეღამის განმავლობაში (4–დან 19 ივნისამდე) დაამუშავებენ საჯარისო ოპერაციების რამდენიმე ეტაპს, რომლის მთავარი ელემენტიც წყალზე წინააღმდეგობის ფორსირება იქნება. ლოგიკურია ვივარაუდოთ, — დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ, საიდანაც ელანდებათ საფრთხეები (ბელარუსი ან რუსეთი). ამერიკული გამოცემა Warrior Maven–ი ჯერ კიდევ 2019 წლის ნოემბერში იუწყებოდა: ევროპაში უმსხვილესი სწავლებების დროს აშშ–ის ჯარები დაიპყრობენ „აგრესორი ქვეყნების“ პლაცდარმებსო.

შეგახსენებთ: Defender Europe 2020–ის მანევრებისას აშშ–დან ევროპაში ჯარების გადასროლის უმსხვილესი შემთხვევა უნდა ყოფილიყო ბოლო 25 წლის განმავლობაში.  იგეგმებოდა 37 ათასი ამერიკელი და რამდენიმე ათასი ევროპელი სამხედროს ამოქმედება საჯარისო ოპერაციებისას. COVID-19–ის პანდემიის მარტის დარტყმის შემდეგ, გეგმებისა და სამხედრო ძალების მხოლოდ 10% შენარჩუნდა.

ექვსი ათასიანი ამერიკულ–პოლონური ბრიგადის უხილავი ეფექტურობა Defender-Europe 20 Plus–ის ფარგლებში ღრმავდება ამერიკული არმიის ჯავშანსატანკო ბატალიონის (500 სამხედრო და 100 ერთეული ჯავშანტექნიკა) ევაკუაციით ლიეტუვადან პირდაპირ აშშ–ში, და არა მანევრების რაიონში დრავსკო–პომორსკის სიახლოვეს. ეს იქნებოდა ჯარების დისლოკაციის შეცვლის აბსოლუტურად ლოგიკური წვრთნა რამდენიმე ასეულ კილომეტრზე. თავიდან ხომ ამერიკელები დაახლოებით 4000 სიგრძის ევროპული მარშრუტის გადალახვასა და ასევე  შუალედური ბაზების შექმნას გეგმავდნენ მთელ რეგიონულ საოპერაციო სივრცეზე.

„პოსეიდონის გამოცდა“: მზადდება უპილოტო ტორპედოს პირველი გაშვება

პენტაგონისა და ნატოს თამაშები ევროპაში საკმაოდ მოუხერხებლად  გამოიყურება, თუმცა ივნისის დასაწყისში რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა მათი ანტირუსული მიმართულება შენიშნა.  და, ჩემი ვარაუდით, Defender-Europe 20 Plus–ის ერთადერთი შედეგი შეიძლება გახდეს ახალი სამიზნეების მონიშვნა რუსეთის გენშტაბის რუკაზე. განა ამისკენ ისწრაფვის მშვიდობიანი და საკმარისად წარმატებული ევროპა?

BALTOPS 2020

ნატოს 17 ქვეყნისა და ორი პარტნიორი ქვეყნის ძალები და საშუალებები ბალტიის ზღვაში ათი დღე–ღამის განმავლობაში (7–დან 16 ივნისამდე) ერთობლივ ამოცანებს დაამუშავებენ. იგეგმება 29 საზღვაო ქვედანაყოფის, 29 თვითმფრინავისა და 3000 სამხედროს ამოქმედება. წევრი ქვეყნები არიან: კანადა, დანია, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, იტალია, ლატვია, ლიეტუვა, ნიდერლანდები, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, ესპანეთი, შვედეთი, თურქეთი, დიდი ბრიტანეთი და აშშ. მანამდე აშშ–ის შეიარაღებული ძალების ევროპულმა სარდლობამ მანევრების მიზნები დააზუსტა: ურთიერთქმედების დონის გაზრდა, ერთობლივი პოტენციალის განმტკიცება და „რეგიონში სტაბილურობის უზრუნველყოფისთვის საერთაშორისო სიმტკიცის დემონსტრირება“. თუმცა. პანდემიის გამო, სწავლებები მხოლოდ საზღვაო პოლიგონებზე ჩატარდება, ასე რომ, ბალტიის რეგიონი მთლიანად არ არის მოცული.

მანევრები მოიცავს ჰაერსაწინააღმდეგო და ხომალდსაწინააღმდეგო თავდაცვის ამოცამების დამუშავებასა და ასევე საზღვაო ბლოკადას. თითქოს ყველაფერი ისეა, როგორც ყოველთვის (BALTOPS–ი ყოველწლიურად ტარდება 1972 წლიდან). მაგრამ  ბოლო პუნქტი სიფხიზლეს მოითხოვს. რეგიონული უსაფრთხოების თვალსაზრისით, საზღვაო  ბლოკადა ყველაზე საინტერესო ვარჯიშია, რომელიც ბალტიისპირეთის ქვეყნებს არაფერს კარგს არ უქადის.

წყალქვეშა ნავებისა და წყალზედა გემების წვრთნები: რუსეთი შავ ზღვაზე

საზღვაო ბლოკადა აშშ–ის ინტერესებისადმი ერთგულების ვიზუალური აქტი ან რაიმე ვერბალური „შეკავება“ არ არის, ეს პირდაპირი აგრესიის აქტია, მოწინააღმდეგის ეკონომიკის დანგრევისთვის საბრძოლო მოქმედებების წარმოების საერთაშორისო დოკუმენტებით რეგლამენტირებული ფორმაა. საზღვაო  ბლოკადის გამოცხადებით მეომარი მხარეები ისწრაფვიან გადაუჭრან მტრულ სახელმწიფოს საზღვაო კომუნიკაციები, რაც რეგიონის ყველა ქვეყანას შეეხება. თუ ბალტიკაზე ჰიპოთეტურ ბლოკადას დავუშვებთ (რა თქმა უნდა, ანტირუსულს), პირველ რიგში ყველა ბალტიისპირული სახელმწიფო დაზარალდება. და არა მარტო ეკონომიკურად. რუსეთის წინააღმდეგ, რომელსაც ათი ზღვა აკრავს გარს, „ურთიერთქმედების მსგავსი სცენარი“ არ გამოვა.

აშშ–ისა და ნატოს ბალტიის ზღვაში მაღალი სამხედრო აქტიურობის, BALTOPS 2020–ისა და Defender-Europe 20 Plus–ის ტიპის წვრთნების პოტენციური საფრთხეების  გათვალისწინებით, რუსეთი თანმიმდევრულად აძლიერებს საჯარისო ჯგუფს დასავლეთის მიმართულებით — დასავლეთის სამხედრო ოლქის გვარდიული სატანკო არმია ცალკეული მოტომსროლელი  ბრიგადით გაძლიერდა. გარდა ამისა, ოლქი ემზადება ბალტიის ფლოტისა და მე–6 არმიის თავდაცვითი სწავლებებისთვის. მინსკი და მოსკოვი სარკისებურად გეგმავენ სწავლებას „დასავლეთი-2021“, რომელიც ბელარუსის ტერიტორიაზე ჩატარდება.

P.S. რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს!