ეთნიკური შუღლის გაღვივების საქმე: სუს-ში უმაღლესი სასულიერო სამმართველოს შეიხი იკითხება

სუს-ის მონაცემებით, ზოგიერთი პირი ეთნიკურ ქართველებსა და აზერბაიჯანელებს კონფლიქტის გაჩაღებას ცდილობს
Sputnik

თბილისი, 6 ივნისი - Sputnik. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში (სუს) ეთნიკური დისკრიმინაციის საქმეზე იკითხება სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს შეიხი სეიდ მირთაგ ასადოვი, იუწყება პირველი არხი.

ბათუმში ნაპოვნ ნეშტებს დნმ-ის ანალიზი ჩაუტარდებათ >>

სისხლის სამართლის აღძვრის შესახებ სუს-მა 30 მაისს განაცხადა. უწყების მონაცემებით, საუბარია ეთნიკური შუღლის გაჩაღებაზე ქართველებსა და აზერბაიჯანელებს შორის. კონკრეტულად რა ფაქტებზეა საუბარი, უწყებას არ განუმარტავს. ასევე არ არის მითითებული იმ პირთა ვინაობა, რომლებიც ეთნიკური შუღლის გაღვივებაში არიან მხილებულნი.

„აღნიშნული პირები ნეგატიურ კონტექსტში აქტიურად იყენებენ წლების მანძილზე დაგროვებულ ისეთ საკითხებს, რომელთა არასწორი, თითქოსდა პატრიოტული მოტივებით გახმოვანების და რომელიმე ეთნიკური ჯგუფის მიმართ მიზანმიმართული საჯარო მოწოდებების გაკეთების შემთხვევაში, ქვეყნის იმ რეგიონებში, რომლებიც მჭიდროდ არის დასახლებული ეთნიკური აზერბაიჯანელებით, აშკარა საფრთხეს უქმნის ეთნიკურად ქართველ მოსახლეობასთან მათ მშვიდობიან თანაცხოვრებას“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

სუს-ში აღნიშნავენ, რომ საუბარია კახეთის და ქვემო ქართლის რეგიონებზე. გამოძიების მონაცემებით, ზოგიერთი პირები ნაციონალური კონფლიქტის გაღვივებას ცდილობენ. ამისათვის ვრცელდება თვალსაზრისი, რომ თითქოს ეთნიკურ ქართველებს ეროვნული უმცირესობების წინაშე სოციალური უპირატესობა გააჩნიათ.

ქართველმა მუსლიმებმა ურაზა-ბაირამი აღნიშნეს

სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის „რასობრივი დისკრიმინაციის“ მუხლით მიმდინარეობს. ამ ტერმინის ქვეშ იგულისხმება ქმედება, ჩადენილი ეროვნული ან რასობრივი მტრობის ან განხეთქილების ჩამოგდების, ეროვნული პატივისა და ღირსების დამცირების მიზნით, აგრეთვე რასის, კანის ფერის, ეროვნული ან ეთნიკური კუთვნილების ნიშნით ადამიანის უფლებების პირდაპირი ან არაპირდაპირი შეზღუდვა ანდა იმავე ნიშნით ადამიანისათვის უპირატესობის მინიჭება, რამაც არსებითად ხელყო მისი უფლება.

აღნიშნული დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდ წლამდე, დამამძიმებელი გარემოებების არსებობიდან გამომდინარე.