COVID-19 - ბოლო ცნობები

„სრული უფლება აქვთ“ – ფაშინიანი სომეხი ტურისტებისთვის საქართველოში შემოსვლის აკრძალვაზე

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი მიიჩნევს, რომ ქვეყანა შიდა ტურიზმის განვითარების კუთხით დიდ პოტენციალს ფლობს.
Sputnik

თბილისი, 3 ივნისი – Sputnik. სომხეთიდან ტურისტების შესვლაზე აკრძალვა ან შესვლის უფლება დამოკიდებულია ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე ქვეყანაში, განაცხადა სამშაბათს გამართულ ბრიფინგზე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა, იუწყება „Sputnik-სომხეთი“.

გახსნის თუ არა საზღვარს საქართველო სომეხი ტურისტებისთვის – გამყრელიძის პასუხი

საუბარია განცხადებაზე, რომელიც საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ გააკეთა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო ჯერ ვერ გაუხსნის კარს ტურისტებს კორონავირუსით ინფიცირების მაღალი მაჩვენებლის მქონე ქვეყნებიდან, მათ, ვინც, ასე ვთქვათ, არ არის „მწვანე ზონებიდან“. ფაშინიანს დაუსვეს შეკითხვა – სხვა რომელ ქვეყნებში აეკრძალებათ სომხეთის მოქალაქეებს შესვლა ზაფხულის თვეებში.

„ეს დამოკიდებულია ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე, ამ სიტუაციის გამო ჩვენ თავადაც ავკრძალეთ ჩვენს ქვეყანაში სხვა ქვეყნებიდან შემოსვლა. ლოგიკურია, რომ ასეთ ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაში მოვლენათა სხვანაირი განვითარება არც შეიძლება იყოს. ყველა ქვეყანას თავისი ნორმები და წესები აქვს“, – განაცხადა ფაშინიანმა.

მისი თქმით, სომხეთს ახლა მხოლოდ ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაცია უნდა აინტერესებდეს.

რატომ არის სომხეთში COVID-19-ით ინფიცირებული უფრო მეტი, ვიდრე საქართველოში >>

მან აღნიშნა, რომ სომხეთს შიდა ტურიზმის განვითარების კუთხით დიდი პოტენციალი გააჩნია. 2019 წელს ამ კუთხით 41%-იანი ზრდა დაფიქსირდა.