COVID-19 - ბოლო ცნობები

ნიკოტინი ნამდვილად ეწინააღმდეგება კორონავირუსს: უახლესი კვლევა ისრაელიდან

გამომდინარე იქიდან, რომ კორონავირუსის მიღმა თამბაქოს მოწევა უზარმაზარ ზიანს აყენებს ორგანიზმს, მეცნიერები სამკურნალოდ უშუალოდ ნიკოტინის გამოყენების საკითხს განიხილავენ.
Sputnik

თბილისი, 3 ივნისი — Sputnik. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერთა მიერ გამოთქმული მოსაზრებები იმასთან დაკავშირებით, რომ ახალი ტიპის კორონავირუსი მწეველებს ნაკლებად ემართებათ, დადასტურდა ისრაელის მეცნიერთა მასშტაბური კვლევებით, რომლის დროსაც 3 მილიონი ადამიანის მონაცემთა ანალიზი ჩატარდა.

თუ ეს დაავადება გადატანილი გაქვთ: დადგინდა, ვინ არ დაინფიცირდება არასდროს კორონავირუსით

კვლევამ აჩვენა, რომ COVID-19-ით დაავადების შანსი ნიკოტინის მოყვარულებში თითქმის ორჯერ ნაკლებია. 

Daily Mail-ის ცნობით, ისრაელის მეცნიერთა გუნდმა, რომელსაც დოქტორი არიელ ისრაელი ხელმძღვანელობს, Clalit Health Services-ის მონაცემები გამოიყენა. ეს არის ქვეყანაში სამედიცინო სერვისების უმსხვილესი სისტემა. 3 მილიონ ადამიანს შორის მეცნიერებმა გამოარჩიეს ისინი, რომლებსაც კორონავირუსზე ტესტირება ჰქონდათ გავლილი. ასეთი სულ 114 500 ადამიანი იყო. მათგან ტესტზე დადებითი პასუხი 4537 პაციენტს ჰქონდა მიღებული.

ამასთან, მეცნიერებს ჰქონდათ მონაცემები როგორც ჯანმრთელი, ისე COVID-19-ით დაავადებული პაციენტების ასაკის, სქესის, ეთნიკური კუთვნილების, დაავადებებისა და ნიკოტინის გამოყენების შესახებ.

აღმოჩნდა, რომ კორონავირუსით დაავადებულთა შორის მწეველი იყო 9,8%, ხოლო ჯანმრთელებს შორის — 18,5%. ამასთან, მოსახლეობაში მწეველთა საერთო წილი 19%-ს შეადგენდა.

ამ უცნაური ეფექტის თაობაზე რამდენიმე თეორია არსებობს. ზოგი მეცნიერი მიიჩნევს, რომ ნიკოტინი კონკურენციას უწევს კორონავირუსს უჯრედებთან მიერთებაში და ბლოკავს მათი ორგანიზმში შეღწევადობის უნარს.  

სხვა ვერსიით, ნიკოტინი ანთების საწინააღმდეგო ციტოკინებს ბლოკავს და ამ გზით „აფრთხილებს“ ორგანიზმს ციტოკინური შტორმის, ანუ იმუნიტეტის ჰიპერტროფიული გამოვლენის შესახებ, რომელსაც ინფიცირებულის მოკვლა შეუძლია.  

რაც უფრო გრძელი აქვს მამაკაცს არათითი, მით უფრო... სამეცნიერო დასკვნა

მესამე თეორიის თანახმად, ნიკოტინი АСЕ-2 რეცეპტორების რაოდენობას ამცირებს, რომლებსაც უერთდება კიდეც კორონავირუსი უჯრედების ინფიცირებისთვის.

და ბოლოს, მეოთხე ვარაუდი: კორონავირუსი ორგანიზმში აღწევს ცხვირისა და პირის მიდამოებში განლაგებული ნიკოტინური აცეტილქოლინის რეცეპტორებით, ნიკოტინი კი ამაში ხელს უშლის.

COVID-19-ით დაავადებულთა შესახებ მონაცემების კვლევამ აჩვენა, რომ არ არსებობს რაიმე დადასტურებული თეზისი იმისა, რომ მწეველებში კორონავირუსული ინფექცია განსაკუთრებულად მძიმედ მიმდინარეობდა.

დოქტორ ისრაელის გუნდი საკუთარი კვლევების შედეგს „გასაოცარს“ უწოდებს, რადგან, ჩვეულებრივ, მოწევა ზრდის ინფექციური დაავადებების განვითარების რისკს არა მარტო იმუნიტეტის დაქვეითების ხარჯზე, არამედ იმიტომაც, რომ მწეველები ხშირად ეხებიან ცხირ-ტუჩის არეს.

წაიკითხეთ აქ: რატომ ეწევიან ქალები: მეცნიერული კვლევა და სპეციალური რეკომენდაციები მათთვის>>

ისრაელელი მკვლევარები დაჟინებით ამტკიცებენ, რომ მოწევას ნამდვილად აქვს COVID-19-სგან დამცავი ეფექტი.  

რა თქმა უნდა, მათ ოპონენტებიც ჰყავთ. მაგალითად, ჩინელი და ბრიტანელი მეცნიერები მიიჩნევენ, რომ კორონავირუსით ინფიცირებულ მწეველებში დაავადება არამწეველზე მძიმედ მიმდინარეობს. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მათ კვლევებისას ბევრად ნაკლები ადამიანის მონაცემები შეისწავლეს, ვიდრე ებრაელმა მეცნიერებმა.

სპეციალისტების განმარტებით, გამომდინარე იქიდან, რომ კორონავირუსის მიღმა თამბაქოს მოწევა უზარმაზარ ზიანს აყენებს ორგანიზმს, ისინი სამკურნალოდ უშუალოდ ნიკოტინის გამოყენების საკითხს განიხილავენ.  

აღსანიშნავია ისიც, რომ ამ თემაზე არსებული ყველა შრომა ჯერჯერობით მხოლოდ პრეპრინტების სახითაა გამოქვეყნებული, ანუ რეცენზია, რომელიც დაადასტურებდა ან უარყოფდა კვლევის შედეგებს, არც ერთს არ მიუღია.