თბილისი, 2 ივნისი - Sputnik. აზერბაიჯანში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსული ინფექციის 273 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, 56 ადამიანი გამოჯანმრთელდა, იუწყება Sputnik-აზერბაიჯანი.
აზერბაიჯანის მინისტრთა კაბინეტთან არსებულ კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიულ შტაბში განაცხადეს, კორონავირუსით გარდაიცვალა 1943, 1954 და 1956 წლებში დაბადებული სამი პაციენტი.
დღეისათვის აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირების 5935 ფაქტი გამოვლინდა, აქედან 3564 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 71 - გარდაიცვალა. COVID-19-ით ინფიცირებული 2300 პაციენტი საგანგებო რეჟიმის საავადმყოფოებში მკურნალობას განაგრძობს.
მათგან 50 პაციენტის მდგომარეობას ექიმები აფასებენ, როგორც კრიტიკულს, 73 საშუალო სიმძიმისაა, დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ქვეყანაში კორონავირუსული ინფექციის გამოსავლენად 309 901 ტესტირება ჩატარდა.