„ეს ინფორმაციული მანიპულაციებია“: ზახაროვა კომენტარს აკეთებს

ბოლო მონაცემებით, აშშ-ში მიმდინარე დემონსტრაციებს უკვე 140 ქალაქი აქვს მოცული, დაახლოებით ორმოცამდე ქალაქში კომენდანტის საათია გამოცხადებული.
Sputnik

თბილისი, 1 ივნისი — Sputnik. რუსეთის დადანაშაულება, თითქოს მას კავშირი აქვს აშშ-ში მიმდინარე არეულობასთან, ინფორმაციული მანიპულაციების ბინძური მეთოდია, განაცხადა ბრიფინგზე რუსეთის საგარეო საქმეთა ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ. 

არეულობა აშშ-ში: ექს-პრეზიდენტის მრჩეველმა „რუსული კვალი“ შენიშნა

მანამდე აშშ-ის ექს-პრეზიდენტ ბარაკ ობამას მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში სუზან რაისმა გამოთქვა მოსაზრება, რომ აშშ-ში მიმდინარე საპროტესტო აქციების უკან შესაძლოა რუსეთი იდგეს. ამასთან, საკუთარი ვარაუდის სასარგებლოდ არანაირი ფაქტი არ მოუყვანია. 

„ქალბატონო რაის! თავის დროზე თქვენმა თანაპარტიელებმა საბედისწერო შეცდომა დაუშვეს — მოიგონეს სულელური კონცეფცია რუსეთის ყველაფერ იმაში დადანაშაულებისა, რაც თქვენ არ მოგწონთ. ჰილარი კლინტონმა და [ბარაკ ობამას] მთელმა გუნდმა დაირწმუნა თავი და შეეცადა დაერწმუნებინა მსოფლიო, რომ აშშ-ის შიდა პრობლემები იქმნება და ღრმავდება „გარედან“, კერძოდ, რუსეთის მიერ. ამ შეცდომის გამეორებას დღეს ისევ ცდილობთ, მიმართავთ რა CNN-ის ჟურნალისტებთან ერთად საინფორმაციო მანიპულაციების ბინძურ მეთოდებს: ფეიკურ განცხადებებსა და არანაირ ფაქტს მათ გასამყარებლად. თქვენი ინტერვიუ CNN-სთვის, ეს არის კიდეც პროპაგანდა“, — წერს ზახაროვა Facebook-ზე. 

არეულობა აშშ-ში მინეაპოლისიდან დაიწყო, სადაც პოლიციას დაკავებისას აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდი შემოაკვდა. ინტერნეტით გავრცელებულ ვიდეოზე ჩანს, როგორ აჭერს ერთ-ერთი სამართალდამცველი ასფალტზე მწოლ ფლოიდს კისერზე მუხლს. დაკავებული რამდენჯერმე ამბობს, რომ სუნთქვა უჭირს, შემდეგ კი დუმდება. ჯორჯ ფლოიდი რეანიმაციაში გარდაიცვალა. მის დაკავებაში მონაწილე სამი პოლიციელი სამსახურიდან გაათავისუფლეს, ერთს კი, 44 წლის დერეკ ჩავენს გაუფრთხილებლობით მკვლელობაში დასდეს ბრალი. 

„ფეიკების ამერიკული მანქანა ჭრიალით ამუშავდა“: რუსეთი ბრალდებას პასუხობს>>

მინეაპოლისში მომხდარი ინციდენტის გამოძიებაში გამოძიების ფედერალური ბიუროა ჩართული, რომელმაც აღნიშნული საქმე პრიორიტეტულად გამოაცხადა. 

მინეაპოლისში დაწყებული საპროტესტო აქცია მოგვიანებით სხვა შტატებშიც გავრცელდა. ბოლო მონაცემებით, დემონსტრაციებს უკვე 140 ქალაქი აქვს მოცული. დაახლოებით ორმოცამდე ქალაქში კომენდანტის საათია გამოცხადებული. მათ შორის: ლოს-ანჯელესში, სან-ფრანცისკოში, ჩიკაგოში, ორლანდოში, ატლანტასა და ა.შ.