დასვენება პანდემიის დროს: როგორ იმუშავებენ სასტუმროები საქართველოში

თერმოსკრინინგი და დეზინფექცია ქართულ სასტუმროებში დასვენების განუყოფელი ნაწილი გახდება - 15 ივლისს სასტუმროები პირველ საერთაშორისო ვიზიტორებს მიიღებენ
Sputnik

თბილისი, 30 მაისი – Sputnik. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ დაამტკიცა რეკომენდაციები სასტუმროებისა და აპარტამენტებისთვის, რომლებიც ახალ სეზონზე ტურისტებს უმასპინძლებენ.

რომელი შეზღუდვის მოხსნაა ყველაზე მეტად სარისკო - თენგიზ ცერცვაძის მოსაზრება >>

სასტუმროები მუშაობას 8 ივნისიდან განაახლებენ. 15 ივნისიდან იხსნება შიდა ტურიზმი, 1 ივლისიდან ქვეყანა პირველ საერთაშორისო ვიზიტორებს უმასპინძლებს.

პირბადით და დეზინფექტორით: როგორი იქნება ტურები საქართველოში

რეკომენდაციების თანახმად, როგორც პერსონალს, ისე ვიზიტორებს სასტუმროში შესვლისას უტარდება თერმოსკრინინგი. ყველა ვიზიტორს შენობაში უნდა ეკეთოს პირბადე და უნდა იცავდეს ჰიგიენის წესებს, ადამიანებმა ორმეტრიანი დისტანცია უნდა დაიცვან.

გარდა ამისა, სასტუმროებში ყველა ზედაპირის წმენდა-დეზინფექცია უნდა ხდებოდეს. ყოველ ორ საათში უნდა ტარდებოდეს კარებისა და ფანჯრების სახელურების, მოაჯირების, ლიფტის ღილაკების დეზინფექცია.

ნომრებში აღარ იქნება ორსართულიანი საწოლები, ხოლო საერთო გამოყენების სველი წერტილებით სარგებლობისას, ყოველი გამოყენების შემდგომ უნდა მოხდეს მისი დეზინფექცია.

ვიზიტორები და სასტუმროს პერსონალი სასტუმროში უნდა შევიდნენ დეზობარიერის გავლით, საერთო სივრცეებში უნდა იყოს განთავსებული დისპენსერები სადეზინფექციო საშუალებით.

დახურული სივრცეები უნდა იყოს უზრუნველყოფილი ბუნებრივი ვენტილაციით. თუ ამის შესაძლებლობა არ არის, დასაშვებია ხელოვნური ვენტილაცია, მაგრამ გარედან შემოსული ჰაერის მომატებული კონცენტრაციით, ცირკულაციითა და გარეთ გატანით. ვენტილაციის გამართულ მუშაობაზე უნდა დაწესდეს საინჟინრო კონტროლი.

ბინებსა და აპარტამენტებში სტუმრებსა და მასპინძლებს შორის მიღება-გასვლის დროს პირადი კონტაქტი მინიმუმამდე უნდა იყოს დაყვანილი. რეკომენდირებულია სტუმრის მიღების (check in) და გასვლის (checkout) დისტანციური სისტემის დანერგვა.

სტუმრის გასვლის შემდეგ, ოთახების დალაგება განხორციელდეს შემდეგი პრინციპით - დეზინფექცია, 4 საათიანი განიავება, დალაგება-დასუფთავება.

სხვა წესები

სასტუმროებში რეკომენდებულია ინდივიდუალური კვებით გამასპინძლება. შვედური მაგიდის შემთხვევაში პერსონალს და სტუმრებს ერთმანეთისგან უნდა ყოფდეს გამჭვირვალე ბარიერი, მაგიდასთან მისვლა უსაფრთხო დისტანციით უნდა მოხდეს. მენიუ უნდა იყოს მხოლოდ ბეჭდური (ერთჯერადი).

ტურიზმის აღორძინება: რაზე შეთანხმდნენ საქართველოს და რუმინეთის პრეზიდენტები

ბარიერი უნდა დამონტაჟდეს ასევე ბარებში - ბარმენსა და სტუმრებს შორის. სასმელით მომსახურება მოხდება ინდივიდუალურად, მაგიდასთან მიტანის სერვისით. ადამიანთა თავშეყრის თავიდან აცილების მიზნით, მომხმარებელთა მიღება მოხდება წინასწარი დაჯავშნის სისტემით. თითოეულ სტუმარს რიგში თავისი მანიშნებელი ექნება.

გამოყენების შემდეგ ჭურჭელი უნდა გაირეცხოს ორჯერ არანაკლებ 40 გრადუსის ტემპერატურის წყლითა და სარეცხი საშუალებით, შემდეგ გაივლოს არანაკლებ 65 გრადუსის ტემპერატურის გამდინარე წყლით.

ბარებშიც ჭიქები უნდა გაირეცხოს ცხელი წყლით, სარეცხი საშუალების გამოყენებით.

სასტუმროებში თეთრეული უნდა იცვლებოდეს საჭიროების მიხედვით. ის უნდა განთავსდეს სპეციალურ ტარაში და გაირეცხოს მხოლოდ სამრეცხაოში, სადაც შეფუთული სახით მიეწოდება.

სამრეცხაოში უნდა გამოირიცხოს ჭუჭყიანი და სუფთა თეთრეულის ნაკადების გადაკვეთა. თეთრეული უნდა გაირეცხოს არანაკლებ 60 გრადუსის ტემპერატურაზე.

სასტუმროში განთავსებული ღია და დახურული საცურაო აუზები

სასტუმროების აუზებში ბანაობა დაშვებულია, თუმცა აუზის ყოველ 6 კვადრატული მეტრი ფართობზე ერთი ადამიანი დაიშვება.

საქართველო ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციას უსაფრთხოების საკუთარ წესებს შესთავაზებს

აუზები უნდა შეესაბამებოდეს ჰიგიენის წესებს, აუცილებელია წყლის განახლება.

ყოველი გამოყენების შემდეგ ყველა შეზლონგს უნდა ჩაუტარდეს დეზინფექცია, პირსახოცები უნდა შეიფუთოს ერთჯერად შეფუთვაში, გამოყენების შემდეგ რჩება ადგილზე. მომსახურე პერსონალი, აღჭურვილი ხელთათმანებით, ნიღბით, სპეცფეხსაცმლითა და ხალათით, პირსახოცებს აგროვებს ერთჯერად პარკში და განათავსებს ნიშანდებულ კონტეინერში.

შეზლონგებს შორის უნდა იყოს დაცული ორმეტრიანი დისტანცია. დისტანციის დარღვევა შესაძლებელია, თუ ვიზიტორს 12 წლამდე ასაკის ბავშვი ახლავს. იკრძალება შეზლოგნებისთვის განკუთვნილი რბილი, შეწოვადი გადასაფარებლების გამოყენება.

სასტუმროებში აღარ იქნება საბავშვო ზონები, აიკრძალება სპორტდარბაზების გამოყენება, სასტუმროებში აღარ იფუნქციონირებს სპორტული და გასართობი ზონები.

ნომრების დალაგება

ნომრების დალაგება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც ვიზიტორი არ იმყოფება ნომერში. თავიდან უნდა დასუფთავდეს შედარებით სუფთა, შემდეგ უფრო დაბინძურებული არეები. დაუშვებელია მშრალი დაგვა და მტვრის გადაწმენდა, რათა თავიდან იქნას აცილებული მტვრისა და მიკროორგანიზმების მოხვედრა ჰაერში და სუფთა ზედაპირებზე.

დალაგებისა და დეზინფექციის ყოველი პროცედურის დასრულების შემდგომ სპეციალურ სააღრიცხვო ფორმაში უნდა გაკეთდეს შესაბამისი აღნიშვნა.