ყირიმში უნივერსალურ სადესანტო ხომალდებს ააგებენ: რუსული „მისტრალების“ თავისებურებანი

თავდაცვისუნარიანობისა და მაღალტექნოლოგიური შეიარაღების სფეროებში რუსეთი არ არის დამოკიდებული უცხოელ პარტნიორებზე. ეს დასტურდება თანამედროვე გემთმშენებლობის ხარისხითა და ტემპებით რუსეთის სამხედრო–საზღვაო ფლოტის ინტერესებში.
Sputnik

ალექსანდრ ხროლენკო 

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ და ქერჩის გემთმშენებელმა ქარხანა „ზალივმა“ ხელი მოაწერეს კონტრაქტს პირველი ორი უნივერსალური სადესანტო ხომალდის აგების შესახებ. გარიგების ფასი, მასმედიის მონაცემებით, დაახლოებით 100 მლრდ რუბლია. სავარაუდოდ, ხომალდების აგება ზაფხულში დაიწყება. პროექტი ზელენადოლსკის საპროექტო-საკონსტრუქტორო ბიუროშია დამუშავებული. 

მიმოხილვა: ბალისტიკური რაკეტა „სარმატი“ საფრენად ემზადება

მსგავსი ხომალდები რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტში აქამდე არ ყოფილა. ფრანგული „მისტრალების“ რუსული ანალოგები ქვეყნის საზღვაო ფლოტს მსოფლიო ოკეანის შორეულ წერტილებში ოპერატიულად განთავსების საშუალებას მისცემს. მთავარი უნივერსალური სადესანტო ხომალდი ფლოტის საბრძოლო შემადგენლობაში 2026 წელს უნდა შევიდეს. სერიის აგება შესაძლოა მომავალშიც გაგრძელდეს.

რუსეთის სამხედრო ოპერაციამ სირიაში დაამტკიცა მსხვილი სადესანტო ხომალდების მნიშვნელობა. გემთმშენებლობის ამ სექტორს ყურადღება ყველაზე მაღალ დონეზე ექცევა — პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 2020 წლის 9 იანვარს სევასტოპოლში ნახიმოვის სახელობის უმაღლესი სამხედრო-საზღვაო სასწავლებელი მოინახულა, გაეცნო სამხედრო-საზღვაო ფლოტის განვითარების ექსპოზიციას და ასევე უნივერსალური სადესანტო ხომალდების ზოგ მახასიათებელს.

მანამდე РИА Новости-ს წყარომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქერჩში 2020 წელს საფუძველი ჩაეყრებოდა ორი უნივერსალური სადესანტო ხომალდის მშენებლობას, რომელთა ბორტზეც 16 ვერტმფრენის განთავსებაა შესაძლებელი. სხვა მონაცემებით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო უნივერსალური ხომალდების ბორტებზე 20 მძიმე ვერტმფრენის განთავსებას გეგმავს. ამასთან, გემები აღიჭურვება სადოკო კამერებით სადესანტო კატარღებისთვის და დაახლოებით 900 საზღვაო ქვეითის გადასროლის შესაძლებლობა ექნება.

მას შემდეგ, რაც 2014 წელს ფრანგულმა მხარემ რუსეთისთვის „მისტრალის“ ტიპის ორი ვერტმფრენმზიდის აგების კონტრაქტი ჩაშალა, რუსმა დამპროექტებლებმა დიდი გზა გაიარეს და ახლა მზად არიან ბევრი პარამეტრით გადაუსწრონ ფრანგებს.

საბრძოლო კიდობანი 

წყალქვეშა ნავებისა და წყალზედა გემების წვრთნები: რუსეთი შავ ზღვაზე

ხომალდი რთული აგებულებისაა. უნივერსალური სადესანტო გემის დანიშნულება ჯარისა და ტექნიკის გადასროლა და გადასხმაა სანაპიროზე სადესანტო ოპერაციებისას სამხედრო მხარდაჭერის ვერტმფრენების მონაწილეობით. ხომალდს აქვს უნარი, წყალზე განათავსოს ნაღმური და ქსელური წინაღობები, მოწინააღმდეგის სუბმარინებზე დაკვირვების სისტემის ჰიდროაკუსტიკური ტივტივები. ტექნოლოგიურად შესაძლებელია დესანტის ჰორიზონტს მიღმა გადასხმაც.

უნივერსალური სადესანტო ხომალდის ბორტზე აუცილებელია განთავსდეს ჯარების ოპერატიული დაჯგუფების შტაბი და დაახლოებით ათასი მედესანტე, მოიერიშე და სატრანსპორტო ვერტმფრენები, ასეთივე ტიპის კატარღები, 76 მმ უნივერსალური არტილერია, თავდაცვის საზენიტო საშუალებები, ასევე საზღვაო ქვეითთა ჯავშანტექნიკა და მნიშვნელოვანი არსენალი.

თავდაპირველად ნავარაუდევი იყო, რომ რუსულ უნივერსალურ სადესანტო ხომალდებს „მისტრალებზე“ დიდი ავიაჯგუფი (ანუ 16 ვერტმფრენზე მეტი) და თავდაცვის უფრო ძლიერი საშუალებები ექნებოდა. საამისოდ რუსეთს შესანიშნავი საგემბანე ვერტმფრენები ჰყავს: Ка-52К „კატრანი“, ნავსაწინააღმდეგო Ка-27, სატრანსპორტო-საბრძოლო Ка-29 და რადიოლოკაციური დაზვერვის Ка-31. ამერიკული გამოცემა Military Watch იუწყებოდა, რომ რუსული უნივერსალური სადესანტო ხომალდების ბორტებზე შესაძლოა გამოჩენილიყო ვერტიკალური აფრენის გამანადგურებლებიც. 

პარადოქსი $100 მილიონად: რატომ სძვრება კუდი F-35-ს ზებგერით სიჩქარეზე

საწარმოო ბაზა

ქერჩის ქარხანა „ზალივს“ სამხედრო გემთმშენებლობაში დიდი გამოცდილება აქვს და „ყირიმული „მისტრალის“ ასაგებად ყველა ტექნოლოგიურ შესაძლებლობას ფლობს. „ზალივს“ 300 მეტრი სიგრძისა და 150 ათასი ტონა წყალწყვის ხომალდის აგება შეუძლია. ეს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი გემთმშენებელი საწარმოა ევროპაში — აუცილებელი აღჭურვილობითა და მაღალი კლასის პროფესიონალებით.

რუსეთის სამხედრო საზღვაო ფლოტის საბრძოლო მწყობრში არც ისე ბევრი სადესანტო ხომალდია და ისინი სრულად ვერ პასუხობენ დროის მოთხოვნებს. მაგალითად, 1171 საბრძოლო სადესანტო ხომალდიდან 775 ჯერ კიდევ 1974 – 1991 წლებშია აგებული პოლონეთის გდანსკის ვერფებზე. რაღა თქმა უნდა, რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის ამ სექტორში მალე ტექნოლოგიური რევოლუციაა მოსალოდნელი — რუსეთის შეიარაღების სახელმწიფო პროგრამაზე 2027 წლამდე 19 ტრილიონი რუბლის გამოყოფაა განსაზღვრული, ხოლო თანამედროვე საოკეანო სამხედრო-საზღვაო ფლოტის აგება — ეს რუსეთის თავდაცვისუნარიანობის განვითარებაში ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულებაა.