თბილისი, 25 მაისი - Sputnik. ვენეციის კინოფესტივალი, როგორც მოსალოდნელი იყო, 2020 წლის 2-დან 12 სექტემბრამდე ჩატარდება. ამის შესახებ ვენეციის ოლქის ტრევიზოს პროვინციის გუბერნატორმა ლუკა ძაიამ განაცხადა, იუწყება პორტალი NME.
როგორც ორგანიზატორები აღნიშნავენ, ვენეციის რიგით 77-ე ფესტივალი წელს კინოინდუსტრიის პირველი მასშტაბური მოვლენა იქნება მსოფლიოში COVID-19-ის გამო გამოცხადებული კარანტინის შემდეგ. სხვათა შორის, ყველა ფესტივალი, რომელიც ამ ზაფხულს იყო დაგეგმილი, გადაიდო, გარდა სერბეთში მუსიკალური Exit-ისა. ის ივლისის ნაცვლად აგვისტოში ჩატარდება.
ვენეციის ჩვენება - მსოფლიოში უძველესია. იგი 1932 წლიდან იმართება. ბევრი ფიქრობდა, რომ კინოჩვენება, კანის ფესტივალის მსგავსად, მსოფლიოში გავრცელებული კორონავირუსის გამო, არ ჩატარდებოდა.
თუმცა, ადგილობრივი მასმედიის მონაცემებით, წელს ვენეციაში ნაკლები კინოფილმი იქნება ნაჩვენები, ვიდრე ჩვეულებრივად, ვინაიდან ეპიდემიის გამო კინემატოგრაფისტებს მოუხდათ არაერთი პროექტის შეჩერება. კინოჩვენების პროგრამა ივლისში გამოცხადდება.