მოსაზრება: Facebook-ის არაშემთხვევითი შეცდომა

კომპანია Facebook-მა ბოდიში მოიხადა რაიხსტაგზე საბჭოთა დროშის აღმართვის ამსახველი ფოტოს მასობრივი წაშლის გამო და მომხდარი „დარღვევების გამოვლენის ავტომატიზებული ინსტრუმენტების“ მუშაობაში შეცდომას დააბრალა.
Sputnik

ირინა ალქსნისი

ძალიან დიდია ცდუნება, მომხდარი ბოროტი განზრახვით აიხსნას. მით უმეტეს, რომ ეს ვერსია მეტად დამაჯერებლად გამოიყურება იმ ფონზე, როდესაც დასავლეთში ისტორიის გადაწერის მცდელობა შეინიშნება, რათა ისტორიიდან და ადამიანების მეხსიერებიდან ამოიშალოს საბჭოთა კავშირის როლი ნაციმზე გამარჯვებაში.

მაგრამ ამ შემთხვევაში კულისებსმიღმა პოლიტიკური თამაშების სიჭარბე შეინიშნება. ევგენი ხალდეის ცნობილი ფოტოს ბლოკირების „სახიფათო ადამიანებისა და ორგანიზაციების მიმართ ორგანიზაციის ნორმების დარღვევით“ ახსნა ვითარების აბსურდულობაზე მეტყველებს. ხოლო შემდგომი თავის მართლებები მხოლოდ ადასტურებს, რომ სოციალურ ქსელს სკანდალში გახვევის არანაირი განზრახვა არ ჰქონია.

მოსაზრება: რატომაა გერმანია აღმოსავლეთევროპული რევიზიონიზმის წინააღმდეგი

თუმცა ყველაფრის შემთხვევითობისთვის გადაბრალებაც არ იქნებოდა მთლად სწორი: უბრალოდ ამჯერად საქმე არა Facebook-ის ანტირუსულ კამპანიაშია, არამედ ხაფანგში, რომელშიც თავად შერგო თავი სოციალურმა ქსელმა.

სოციალური ქსელების, როგორც თავისუფალი თვითგამოხატვისა და ურთიერთობის სივრცის „ოქროს ხანა“ დღემოკლე აღმოჩნდა. კონტენტის შეზღუდვები და კონტროლი კიბოს აგრესიული ფორმასავით იზრდებოდა და ახლა უკვე სრულფასოვან სასტიკ ცენზურად ჩამოყალიბდა, რომელმაც აბსულუტურად ყველა სფერო და მიმართულება მოიცვა. კერძოდ, Facebook-ის ერთ-ერთი ყველაზე სადავო წესი — შიშველი ნატურის აკრძალვა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ საქმე ხელოვნების აღიარებულ შედევრებს ეხება.

ორი წლის წინ ატეხილი მსოფლიო აჟიოტაჟის წყალობით შესაძლებელი გახდა, განებლოკათ ის მომხმარებლები, რომლებიც ქვის ხანის ეპოქის მცირე ქანდაკების, „ვენერა ვილენდორფელის“ გამოსახულების პუბლიკაციის გამო იყვნენ დაბლოკილები. სამაგიეროდ ერთი წლის წინ ჟენევის ხელოვნების მუზეუმის ყველა ძალისხმევა, გამოეყენებინა ანტიკური ქანდაკებების ფოტოები გამოფენის რეკლამირებისთვის, სრულიად უშედეგო გამოდგა.

​პოლიტიკაზე საუბარიც აღარაა. შეზღუდვები შესაძლოა დაწესდეს როგორც ფორმალური (მაგალითად, აკრძალული სიტყვების), ისე საერთო იდეოლოგიური ნიშნების მხრივ. ზუსტად ერთი კვირის წინ Facebook-მა წაშალა „პროკრემლური“ საინფორმაციო სააგენტო News Front-ის აკაუნტები რამდენიმე ენაზე.

სხვათა შორის, ამგვარ ცენზურაში მხოლოდ და მხოლოდ კომპანიის შეგნებული ნების დანახვა შეცდომა იქნებოდა, ვინაიდან ამ ინსტრუმენტით სარგებლობა ბევრმა ისწავლა.

კარგა ხანია გაირკვა, რომ სოციალურ ქსელებში კონტენტის ავტომატური კონტროლის ალგორითმის ნაწილი — ეს მასობრივი საჩივრებია. ასე რომ, თუ რომელიმე აბსოლუტურად უვნებელი პოსტის გამო დაგსაჯეს, დიდი ალბათობით, არაკეთილისმსურველების თავდასხმის მსხვერპლი ხართ. Facebook-ი ასეთ შემთხვევებში ავტომატურად იღებს ზომებს და სპეციალისტი მხოლოდ მერეღა — თუ ხელი მიგიწვდათ — განიხილავს საქმეს მიუკერძოებლად. ხელი კი შესაძლოა ვერ მიგიწვდეთ, ვინაიდან სოციალურ ქსელებს შესამოწმებელი კონტენტების სულ უფრო დიდი ტალღა აწვება ყოველდღიურად. ამიტომ არაფერია გასაკვირი იმაში, რომ უსაფუძვლოდ დასჯილი მომხმარებლების რაოდენობა მრავალ ათასს აღწევს.

დიდი ალბათობით, რაღაც მსგავსი მოხდა რაიხსტაგზე დროშის აღმართვის საკულტო ფოტოსთან დაკავშირებითაც: ვიღაც ანტირუსულად განწყობილმა აქტივისტებმა კოლექტიური შეტევა განახორციელეს ამ სურათის შემცველ პოსტებზე საჩივრების სახით, რის შედეგადაც ავტომატური კონტროლის ალგორითმმა მათი წაშლა დაიწყო.

მაგრამ ამ ჯერზე თემა იმდენად მწვავე და საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, რომ Facebook-ს სასწრაფოდ მოუხდა შეურაცხყოფილი ადამიანების წინაშე თავის მართლება.

და ეს ერთადერთი შემთხვევა არ არის. 

ისტორიული სიმართლე ომზე: საპარლამენტო კონფერენცია ონლაინ-ფორმატში ჩატარდა

ერთი თვის წინ Google-მა YouTube-დან წაშალა კომუნარკის საავადმყოფოს ექიმის დენის პროცენკოს ინტერვიუ და რუსეთის მოსახლეობის მიმართ ვლადიმირ პუტინის მიმართვა. კომპანიის შემდგომი რეაქციიდან, შეცდომის შესახებ განცხადებებიდან და ასევე ვიდეოების აღდგენიდან გამოჩნდა, რომ ეს ასევე არ ყოფილა შეგნებული გადაწყვეტილება — უბრალოდ, „რაღაც ისე არ წავიდა“.

ამგვარად, გამოდის, რომ ყველა ამ შემთხვევაში ვიღაც მოქალაქეებმა (რა თქმა უნდა, რუსოფობიული შეხედულებების მქონეებმა) გადაწყვიტეს მსუბუქად დაეტროლათ რუსეთი და ამისთვის წარმატებით გამოიყენეს მრავალმილიარდიანი კორპორაციები, რომლებსაც შედეგად რეპუტაციული ზიანი მიადგათ.

როდესაც Facebook-ი და Google-ი ის-ის იყო, იპყრობდნენ მსოფლიოს, ძალიან პოპულარული იყო წარმოდგენა, რომ სოციალური ქსელები კაცობრიობას ხისტ კონტროლში მოაქცევდა. მაგრამ გაირკვა, რომ სახელმწიფოებს საკმარისი შესაძლებლობები აქვთ იმისთვის, რომ აიძულონ IT-კორპორაციები, შეასრულონ მათი მოთხოვნები. მარკ ცუკერბერგი ვერ აუდის ერთმანეთის გამომრიცხავი ბრალდებების მოგერიებას კრემლის, ჩინეთის, დაზვერვის ცენტრალური ბიუროს, ტრამპისა თუ მისი მოწინააღმდეგის, ქალთმოძულეობისა და თეთრკანიანი მამაკაცების დისკრიმინაციის, გარყვნილობისა თუ თვალთმაქცობის თაობაზე. ახლახან კი კორონავირუსული პანიკის აგორება და იმავდროულად კოვიდ-დისიდენტობაც დააბრალეს.

პუბლიკაციების შეცდომით წაშლასთან დაკავშირებულმა სკანდალებმა პრობლემის კიდევ ერთი მხარე წარმოაჩინა, ვინაიდან გაირკვა, რომ ცალკეულ რიგით მომხმარებლებსაც კი აქვთ გიგანტური კომპანიების მიმართ მანიპულირებისა და მათთვის საჯარო უსიამოვნებების შექმნის რეალური შესაძლებლობა — საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე. ეს კი მათი კომპეტენტურობისა და არაეფექტურობის საშინელ დონეზე მეტყველებს ამ საკითხში.

სულ რაღაც 15 წელიწადში სოციალურმა ქსელებმა განვლეს გზა სრული თავისუფლებიდან სასტიკ ავტორიტარულ სისტემამდე და ახლა აღმოჩნდნენ სტადიაზე, როცა საყოველთაო კონტროლის კონსტრუქცია შემქმნელებს თავზე ჩამოქცევით ემუქრება.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს