როგორ განვითარდება ტურიზმი საქართველოში: გეგმები და უსაფრთხოების კონცეფცია

საქართველო აპირებს განავითაროს ისეთი ტურისტული პროდუქტები, რომლებიც პოსტკრიზისულ პერიოდში ყველაზე მეტად იქნება მოთხოვნადი, მიიჩნევს მინისტრი
Sputnik

თბილისი, 7 მაისი - Sputnik. საქართველო 1 ივლისიდან უცხოელი ტურისტების მიღებას ახალი იმიჯით და ტურიზმის განვითარების ახალი კონცეფციით აპირებს.

კორონავირუსის პანდემიის ფონზე მოქალაქეთა ჯანმრთელობის უსაფრთხოება ქვეყნების შემდგომი განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი გახდა.

მთავრობა სარესტორნო ბიზნესს ახალი სესხების 90%-იან თანაუზრუნველყოფას ჰპირდება >>

როგორც ცნობილია, კორონავირუსთან ბრძოლაში საქართველო ევროპაში ყველაზე წარმატებული ქვეყანაა. მიმდინარე წლის თებერვლიდან ქვეყანაში 610 ადამიანი დაავადდა, 3,7 მილიონი ადამიანის მოსახლეობის გათალისწინებით.

ამან მისცა მთავრობას შესაძლებლობა იფიქროს საზღვრების გახსნასა და ტურისტების მიღებაზე, მათ შორის უცხოეთიდან.

საქართველოს ახალი იმიჯი

პანდემიის გამო არსებული ახალი გამოწვევების ფონზე ხელისუფლების მიერ შემუშავებული კონცეფციის თანახმად საქართველო შეიცვლის იმიჯს და უსაფრთხო დანიშნულების ქვეყნის პოზიციონირებას შეძლებს.

1 ივლისიდან საქართველო საერთაშორისო ტურისტებს მიიღებს

„საქართველომ უნდა შეიძინოს ახალი იმიჯი – ეს არის უსაფრთხო დანიშნულების ადგილი. თუ აქამდე მსოფლიო გვიცნობდა, როგორც უძველესი ტრადიციების, სტუმართმოყვარეობის მქონე ქვეყანას, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე გახსნილი ტურისტებისთვის, რომელსაც აქვს შესანიშნავი ბუნება და სამზარეულო, ახლა მსოფლიო ხელახლა გაგვიცნობს ჩვენ, როგორც უსაფრთხო დანიშნულების ადგილს“, - განაცხადა თურნავამ.

მისი თქმით, ასეთი პოზიციონირების საფუძველს იძლევა მიღებული გამოცდილება და ის უნიკალური უნარ-ჩვევები, რომლებიც ქვეყანამ პანდემიასთან ბრძოლისას მიიღო.

მათ შორის ქვეყნის 83-მა სასტუმრომ, რომლებმაც 19 ათასი ადამიანი მიიღო.

„ასეთივე უნიკალური გამოცდილება შეიძინეს ჩვენმა აეროპორტებმა და იქ მომუშავე პერსონალმა, სასაზღვრო-გამშვებმა პუნქტებმა და იქ მომუშავე ადამიანებმა, რომლებიც ფრონტის წინა ხაზზე იყვნენ, მუნიციპალურმა სერვისებმა, რომლებიც სხვადასხვა ტურისტულ ზონებში კარანტინში მყოფი ადამიანების მომსახურებას ახორციელებდნენ და ეს არის სწორედ უნიკალური გამოცდილება, რომლის კაპიტალიზაციაც ახლა უნდა მოვახდინოთ და ამის კონკრეტული გეგმა გაგვაჩნია“, - განაცხადა თურნავამ.

მისი თქმით, ახალი იმიჯის განვითარებას ხელს შეუწყობს ის ტურისტული პროდუქტები, რომლებზეც ახლა მეტი მოთხოვნა გაჩნდება და რომელთა განვითარების შესაძლებლობაც არსებობს.

ჩვენი ქვეყანა მზად არის რუსი ტურისტებიც მიიღოს და უმასპინძლოს - ნათია თურნავა

„პირველ რიგში ეს არის სამკურნალო-გამაჯანსაღებელი ტურიზმი. ჩვენისთანა მდიდარი კურორტების, ისტორიისა და გამოცდილების მქონე ქვეყნისთვის ესაა დამატებითი შესაძლებლობა, რომელსაც ჩვენ არ გავუშვებთ ხელიდან. ესაა ასევე ისეთი ტიპის აქტივობები, რომელიც დაკავშირებულია ღია სივრცესთან, სადაც შესაძლებელია, ადამიანების ერთ ადგილზე ზედმეტი თავმოყრის გარეშე მიეწოდოს ხარისხიანი ტურისტული სერვისები“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრის თქმით, ახალი პერსპექტივები გაუჩნდება სათავგადასავლო ტურიზმს, ღვინის ტურიზმს, ეკო და აგროტურიზმს. ახალ მნიშვნელობას შეიძენს დაცული ტერიტორიები და ნაკრძალები, მთის კურორტები და ასევე სპეციალური დაცული ტურისტული ზონები.

მოსამზადებელი ეტაპი

საქართველოს ხელისუფლება ტურისტების მიღებამდე უზრუნველყოფს უსაფრთხოების იმ სტანდარტების დანერგვას, რომლებსაც მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია და ჯანმო ავრცელებს.

საქართველო გეგმავს გახდეს მსოფლიოში პირველი ქვეყანა, რომელიც ტურისტებისთვის გაიხსნება

ეს შეეხება ყველა გამშვებ პუნქტსა და აეროპორტს, ასევე სასტუმროებს, გიდების მომსახურებას, კვების ობიექტების მუშაობას, ასევე ყველა სახის ტრანსპორტს.

გარდა ამისა, საქართველო სხვა ქვეყნებთან ერთად მუშაობს საზღვრების გახსნაზე და ე.წ. უსაფრთხოების დერეფნების შექმნაზე, რომლებიც კონკრეტულ ქვეყნებს შორის გადაადგილების შესაძლებლობას იძლევა.

საქართველო ასევე აწარმოებს მოლაპარაკებებს ავიაკომპანიებთან კონკრეტულ ქვეყნებთან ფრენების დაწყების შესახებ.

გახსნის ეტაპი

15 ივნისიდან საქართველო გაიხსნება შიდა ტურიზმისთვის, თუმცა თავად ტურიზმი შეზღუდული იქნება. მოგზაურობა იქნება დაშვებული მთელი საქართველოს მასშტაბით და ღამის გათენება იქ, სადაც  უსაფრთხოების ზომები იქნება მიღებული.

1 ივლისიდან საზღვრები, მათ შორის საჰაერო, გაიხსნება უსაფრთხოების დერეფნების მქონე ქვეყნებისთვის. იმავე დღეს ქვეყნებთან საჰაერო მიმოსვლა დაიწყება.

იტალია თავის საზღვრებს ტურისტებისთვის წლის ბოლომდე არ გახსნის

უცხოელი ტურისტებისთვის იმოქმედებს სპეციალური მწვანე ზონები, რომლებიც კორონავირუსისგან თავისუფალი იქნება.

თუმცა ჯერჯერობით ხელისუფლება არ აკონკრეტებს, რომელ ქვეყნებთან გაიხსნება ავიამიმოსვლა და აცხადებს, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

„ყველაზე მეტად რეალისტურია, პირველ ეტაპზე ზაფხულის კურორტებს ჩვენი რეგიონის ქვეყნები ესტუმრონ. ასევე, ჩვენ ვადევნებთ თვალ-ყურს იმას, რომ ევროპული ქვეყნები ერთმანეთში უკვე იწყებენ საუბარს საზღვრების გახსნაზე და ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი სურვილი, ამ პროცესის მიღმა არ დავრჩეთ“, - განაცხადა თურნავამ.

რაც შეეხება უსაფრთხოების ზომებს, ისინი მოგვიანებით ყველა მიმართულებით იქნება წარმოდგენილი.