თბილისი, 2 მაისი - Sputnik. რუსეთში ერთ დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირების 9 623 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, იუწყება ახალ კორონავირუსულ ინფექციასთან ბრძოლის ოპერატიული შტაბი.
დღეისათვის ქვეყანის 85-ვე რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 124 054 შემთხვევა დადასტურდა. პანდემიის დაწყებიდან 1 222 ლეტალური შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 15 013 პაციენტი. COVID-19-ის ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა მოსკოვში - კორონავირუსის გავრცელების დაწყებიდან ინფიცირებულია 62 658 ადამიანი.
ამგვარად, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობით რუსეთი მსოფლიოში მეშვიდე ადგილს იკავებს და უსწრებს ჩინეთს, ირანსა და თურქეთს.
ინფიცირების ტემპის ზრდა ოპერატიულ შტაბში განმარტეს იმით, რომ რამდენჯერმე გაიზარდა კორონავირუსზე ტესტების შედეგების დადასტურების სიჩქარე.
რუსეთში კორონავირუსულ ინფექციაზე 3,9 მილიონი ტესტი გაკეთდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 11 მარტს კორონავირუსის აფეთქება პანდემიად გამოაცხადა. ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში 3 414 945 ადამიანი დაინფიცირდა. ლეტალური შემთხვევების რაოდენობა 239 792 აღწევს.
რუსეთში საყოველთაო თვითიზოლაციის მკაცრი რეჟიმი მოქმედებს, მოქალაქეებს მოუწოდებენ უკიდურესი საჭიროების გარდა არ დატოვონ სახლები და ერთმანეთთან მინიმუმ ერთ მეტრიანი დისტანცია დაიცვან. დახურულია გასართობი დაწესებულები, სილამაზის სალონები, კაფეები და რესტორნები. ჩვეულ რეჟიმში, მხოლოდ სასურსათო მაღაზიები, აფთიაქები, ზოომაღაზიები, ადგილზე მიტანის სერვისები, კავშირგაბმულობის სერვისები, ბანკის ფილიალები, პირველადი საჭიროების არასასურსათო საქონლის მაღაზიები, აგრეთვე სამსახურები, რომლებიც უზრუნველყოფენ ქალაქის ცხოვრებას.
ზოგიერთ რეგიონში ქალაქში გადაადგილების მიზნით შემოღებულია საშვების სისტემა.