თბილისი, 30 აპრილი - Sputnik. „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს გიგა ბოკერიას და მის მეუღლეს, ჟურნალისტ თამარ ჩერგოლეიშვილს ახალ მედიაპროექტში ვიხილავთ სახელწოდებით „ეშმაკის ადვოკატი“, რომელიც სოციალურ ქსელში გავა. ინფორმაციას თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
წყვილს შორის დებატებს სოციალური ქსელის მომხმარებელი იხილავს.
„თავის დაზღვევისთვის აღვნიშნავ, რომ ეშმაკებთან, ჭინკებთან და მხეცის ნიშნებთან პროექტს საერთო არ აქვს. არსიდან გამომდინარე დავარქვით. არსი იმაშია, რომ გიგა სულ გიგა ბოკერია იქნება. მე კი სულ მისი მოწინააღმდეგე - ანუ ეშმაკის ადვოკატი! (ხან ქოცი, ხან ქსენოფობი ქოცი, ხან სოციალისტი და ა.შ.)
ვინ იცის, ეგებ უკეთესი კითხვები დავსვა მოწინააღმდეგის პოზიციიდან და უკეთ გავჭედო, ვიდრე მისი რეალური მოწინააღმდეგეები ახერხებენ?", - წერს ჟურნალისტი.