გაიგეთ, ვის აქვს „რკინის ნერვები“, ვისთვისაა კარანტინი ერთგვარად ხელსაყრელი დრო და ვის კიდევ – სუსტი ნერვები და ვისთვის იქცა ეს პერიოდი გაუსაძლისად.
ვერძი
წარმოდგენაც კი შეუძლებელია, რას განიცდის ვერძი ჩაკეტილ სივრცეში. ის თავს გალიაში გრძნობს და გარეთ გასვლას ლამობს, ლოცულობს დახმარებაზე, სწამს მთელი კაცობრიობის უსწრაფესი გამოჯანმრთელებისა და იმედოვნებს, რომ უკვე დღესვე შეძლებს გასვლას და მთელი ხმით ყვირილს ბედნიერებისგან. ის მოწყენილი კი არა, გაღიზიანებულია და სასწრაფოდ ესაჭიროება სტრესის მოხსნა.
კურო
კუროსთვის კარანტინი საკმაოდ მოსახერხებელი პერიოდია – საქმე არა აქვს, შეუძლია, უბრალოდ, მოდუნდეს და დატკბეს იმით, რაც გააჩნია. კურო მშვენივრად გრძნობს თავს საკუთარ ოთხ კედელშუა, სოციუმის გარეშე, მაგრამ ერთი პრობლემა უჩნდება – საკვები. მთავარია, მისი მაცივარი იყოს სავსე. მაშინ უკვე არანაირი პრობლემა მას არ შეაწუხებს.
ტყუპი
ტყუპებს ძალიან უჭირთ კარანტინში ყოფნა, რადგან მიჩვეული არიან „ზურგის ქარს“, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში დაჰყვებათ თან. მათ სჭირდება მოძრაობა, ურთიერთობები, კომფორტის ზონიდან გასვლა. უყვართ სტერეოტიპების მსხვრევა, ამის გაკეთება სახლის კედლებში გამომწყვდეულებს კი არ შეუძლიათ. ძალიან უჭირთ, ამიტომ მთელი დღე ინტერნეტში ახალი ინფორმაციების მოპოვებას ცდილობენ. აუცილებელი არაა, რომ არსებულ ვითარებას შეეხებოდეს, მთავარია, ახალი ინფორმაცია იყოს.
ვინ იყავით წინა ცხოვრებაში ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით>>
კირჩხიბი
და განა კირჩხიბები თავიანთ ცხოვრებას კარანტინის პირობებში არ გადიან? ნუ მისცემ მათ საჭმელს, სასმელს, მაგრამ დასვი სახლში, სიმყუდროვეში, საყვარელი ადამიანების გარემოცვაში. ისინი ისე, როგორც არავინ სხვა, ტკბებიან თვითიზოლაციით და მზად არიან, უარი თქვან ცხოვრების ყველა სიამოვნებაზე, ოღონდ დრო ჰქონდეთ სახლის ბინადრებთან ერთად ყოფნისთვის.
ლომი
ლომებისთვის კარანტინის პერიოდი ერთდროულად იოლიცაა და რთულიც. საქმე ისაა, რომ მიჩვეული არიან ყურადღებას, ხოდა ასეთ დროს – საიდან ყურადღება? ჰოდა, ურეკავენ ყველას, სოციალურ ქსელებს სხვადასხვა ფოტოთი თუ ვიდეოთი აჭრელებენ და თავიანთი გამომწერების რეაქციას აკვირდებიან. მთავარია, დაინახონ, რომ მათი პოსტებით ხალხი აღფრთოვანებულია და ასე თუნდაც აპოკალიფსს გადაიტანენ.
ქალწული
რა მოხდა მერე, კარანტინია – ეს ქალწულებს აწყობს კიდეც, თუნდაც იმიტომ, რომ სხვადასხვა გარემოებასთან ადვილად შეუძლიათ ადაპტირება. თუ სახლში ჯდომაა საჭირო – რატომაც არა. ქალწულები მალე იპოვიან რამე საქმეს და მარტოობისგან არ დაიტანჯებიან. მაგალითად, რამდენი ნივთია გარდერობში – მათი დალაგება ფერების მიხედვით შეიძლება.
ზოდიაქოს „კერკეტი კაკალი" ნიშნები - ტოპ-ოთხეული>>
სასწორი
სასწორებს უყვართ კარანტინი, თუნდაც ის არა გლობალური, არამედ ინდივიდუალური იყოს. ეს იმიტომ, რომ მოსწონთ უსაქმოდ ყოფნა. ისინი ტკბებიან სიზარმაცით, უზრუნველობითა და ეიფორიით თუნდაც დროებით გამქრალი ვალდებულებების დროს. სასწორები კარანტინის დროს მუდმივ მიმოწერაში არიან, მეგობრებს საინტერესო ინფორმაციებს უგზავნიან, უყურებენ ფილმებს და ბოლოს და ბოლოს, კარგად გამოიძინებენ ხოლმე.
მორიელი
მორიელებს თავი ხელში აჰყავთ და უკეთესი მომავლის რწმენით ნებისმიერი გამოცდის გავლისთვის ემზადებიან. თუ ეს აუცილებელი ზომაა, კამათს არ დაიწყებენ, პირიქით, შევლენ მდგომარეობაში წუწუნის გარეშე, თუ რა ცუდადაა ყველაფერი. ისინი მდუმარედ ჩაამთავრებენ კარანტინის ვადას ისე, რომ არც კი დაიჩივლებენ.
მშვილდოსანი
მშვილდოსნები ცნობილი მოგზაურები არიან. ახლა წარმოიდგინეთ, როგორ უჭირთ კარანტინში გამოკეტილი ყოფნა. სასწრაფოდ სურთ ტურში წასვლა, მსოფლიოს დაპყრობა, სჭირდებათ ახალი ფოტოები და სხვადასხვა სანახაობა ჩვენი ამოუცნობი პლანეტის ამა თუ იმ კუთხიდან. საბედნიეროდ, არის გასართობი ტელეარხები, სადაც შეიძლება საინტერესო ამბების ნახვა ცხოველების, კულტურისა და სხვა სფეროების შესახებ. ეს რომ არ იყოს, მგლის ყმუილი მოგონილი იქნებოდა...
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებთანაც „ეშმაკიც კი ფეხს მოიტეხს">>
თხის რქა
კარანტინი დაწესდა და მორჩა. ყველამ მოიმარაგოს ანტისეპტიკური საშუალებები, პროდუქტები და რაც მთავარია – მოთმინება. ის დარჩება სახლში, დაურეკავს ყველა მეგობარს, ახლობელს, გააკონტროლებს, რომ ყველამ დაიცვას ჰიგიენის ნორმები, არავინ გავიდეს ქუჩაში საჭიროების გარეშე. თხის რქა არ მოიწყენს თუნდაც იმიტომ, რომ გრძნობს, რომ უნდა გააკონტროლოს სხვები, მიაჩვიოს დისციპლინას და გონება გაუნათოს.
მერწყული
თავისუფლებისმოყვარე მერწყული განიცდის. თითქმის ვერძისნაირად. საქმე ისაა, რომ მერწყულს არც ერთ ადგილზე ჯდომა შეუძლია და არც მონოტონული საქმის შესრულება. მისთვის აუცილებელია დღესასწაული ცხოვრებაში, ამიტომ, კარანტინი რომ გადაიტანოს, დიდი ძალისხმევა ესაჭიროება. მეორე მხრივ, შეუძლია ამ პერიოდში უცხო ენაც შეისწავლოს ონლაინ, რამე ახალი პროფესია აითვისოს, ან თუნდაც, ახალი ჰობი იპოვოს. ასეთი პერიოდი, პრინციპში, მისთვის სარგებლის მომტანია, მაგრამ ძალიან რთული. მუდმივ ძიებას იმისა, თუ რა გააკეთოს, წყობილებიდან გამოჰყავს.
თევზები
თევზებისთვის კარანტინის პერიოდი რთული არაა. ისინი ხანდახან ისედაც თავიანთ თავში იძირებიან და ყოველთვის ვერ აცნობიერებენ, სად არიან, სახლში თუ ადამიანებს შორის. ამიტომ თევზებისთვის ასეთი დრო არის საშუალება, კიდევ ერთხელ გაერკვიონ საკუთარ თავში, ან შემოქმედებას დაუთმონ დრო. უბრალოდ, გაანებეთ თავი, მათთან ყველაფერი მშვენივრად არის.