COVID-19 - ბოლო ცნობები

კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა აზერბაიჯანში 1717-მდე გაიზარდა

აზერბაიჯანში თებერვლის ბოლოდან კორონავირუსზე 132 ათასზე მეტი ტესტი ჩატარდა. კლინიკებში მკურნალობას 474 ადამიანი აგრძელებს
Sputnik

თბილისი, 28 მარტი - Sputnik. გასული დღე-ღამის განმავლობაში აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირების 39 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, იუწყება „Sputnik-აზერბაიჯანი“.

აღსანიშნავია, რომ კიდევ 59 ადამიანი გამოჯანმრთელდა და გაეწერა კლინიკებიდან.

რა დაუჯდებათ საქართველოს მოქალაქეებს აზერბაიჯანიდან ევაკუაცია

ამგვარად, თებერვლის ბოლოდან, როდესაც აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა გამოვლინდა, COVID-19-ით 1717 ადამიანი დაინფიცირდა. აქედან 1221 ადამიანი გამოჯანმრთელდა და გაეწერა კლინიკებიდან. ქრონიკული დაავადებებით გამოწვეული გართულებებისგან 22 ადამიანი გარდაიცვალა.

ამჟამად სპეციალიზებულ სამედიცინო დაწესებულებებში კორონავირუსისგან მკურნალობს 474 ადამიანი. მათგან 15-ის მდგომარეობას ექიმები აფასებენ როგორც კრიტიკულს, 22-ის მდგომარეობა ზომიერია, ხოლო დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია, ნათქვამია ოპერატიული შტაბის ინფორმაციაში.

განვლილ პერიოდში აზერბაიჯანში კორონავირუსის გამოსავლენად 132 640 ტესტი ჩატარდა.