თბილისი, 27 აპრილი — Sputnik. კორონავირუსის პანდემიაში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დადანაშაულება აბსოლუტურად მიუღებელია, აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი.
„გაეროს სისტემის სპეციალიზებული ორგანოები კვლავაც უალტერნატივო მექანიზმად რჩება შესაბამის სფეროებში მრავალმხრივი თანამშრომლობისთვის. ეს სრულად ეხება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქმიანობას. მიგვაჩნია, რომ თავდასხმები ამ ორგანიზაციაზე, მომხდარში მთელი დანაშაულის მისთვის დაბრალების მცდელობა აბსოლუტურად კონტრპროდუქტიულია და უსამართლო“, — აღნიშნა ლავროვმა.
მისი თქმით, ჯანმო კრიზისის ყველა ეტაპზე მოქმედებდა პროფესიონალურად, დროულად დგამდა გამაფრთხილებელ ნაბიჯებს, ავრცელებდა ინფორმაციასა და რეკომენდაციებს სახელმწიფოებისთვის.
მანადე დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვაშინგტონმა ჯანმოს დაფინანსება შეწყვიტა იმის გამო, რომ ორგანიზაციამ დროულად არ წარმოადგინა ინფორმაცია ახალი კორონავირუსის შესახებ და არ მიიტანა მსოფლიო საზოგადოებამდე სიმართლე.
ახლახან გავრცელებული ინფორმაციით კი, აშშ-ისა და საფრანგეთის პრეზიდენტები თანხმდებიან, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია სერიოზულ რეფორმირებას საჭიროებს.