COVID-19 - ბოლო ცნობები

აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 1678-მდე გაიზარდა

ამ დროისთვის განსაკუთრებული რეჟიმის საავადმყოფოებში 494 პირი მკურნალობს, მათგან 17 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.
Sputnik

თბილისი, 27 აპრილი - Sputnik. გასულ დღე-ღამეში აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირების 33 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 60 წლის მოქალაქე, იუწყება „Sputnik-აზერბაიჯანი“

რა დაუჯდებათ საქართველოს მოქალაქეებს აზერბაიჯანიდან ევაკუაცია

დღეისთვის ქვეყანაში მთლიანობაში ინფიცირების 1678 შემთხვევაა გამოვლენილი, გამოჯანმრთელდა 1162, გარდაიცვალა 22 ადამიანი.

ამ დროისათვის განსაკუთრებული რეჟიმის საავადმყოფოებში 494 პირი მკურნალობს, მათგან 17 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, 26-ის საშუალო სიმძიმის, დანარჩენი პაციენტები თავს კარგად გრძნობენ.

განვლილ პერიოდში ქვეყანაში კორონავირუსზე 128 807 ტესტი ჩატარდა.