COVID-19 - ბოლო ცნობები

კორონავირუსი აშშ-ში, იტალიაში და მსოფლიოში - ბოლო მონაცემები 26 აპრილისთვის

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა 3 მილიონს მიუახლოვდა, ყველაზე რთული მდგომარეობა აშშ-ია.
Sputnik

თბილისი, 26 აპრილი - Sputnik. მთელი მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 2 921 513 ადამიანს შეადგენს, გარდაიცვალა სულ 203 299 ადამიანი. დაავადება გავრცელებულია 210 ქვეყანასა და ტერიტორიაზე.

კორონავირუსი საქართველოში: შეზღუდვებისა და აკრძალვების სრული ჩამონათვალი 24 აპრილისთვის >>

11 მარტს ჯანმომ კორონავირუსის აფეთქება პანდემიად გამოაცხადა. ურთულესი მდგომარეობაა აშშ-ში, იტალიაში, ესპანეთში, საფრანგეთში, ინგლისში. ჩინეთში, საიდანაც გავრცელდა კორონავირუსი, ეპიდემია უკვე დასრულდა - COVID-19-ის ყველა ახალი შემთხვევა იმპორტირებულია.

სიტუაცია აშშ-ში

აშშ კორონავირუსით ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობით მსოფლიოში ისევ პირველ ადგილზეა - დღეისათვის ამერიკაში 960 896 ინფიცირებულია და 54 265 დაღუპულია. ყველაზე მეტი შემთხვევა ნიუ-იორკისა და ნიუ-ჯერსის შტატებშია დაფიქსირებული. გასულ 24 საათში ქვეყანაში 2 065 ადამიანი გარდაიცვალა.

„შევიდეს პრიორიტეტული ზომების პაკეტში“: ქვეყნების ჯგუფი გაეროს მიმართავს

ალერგიულ და ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა ენტონი ფაუჩმა განაცხადა, რომ აშშ-ში მომდევნი კვირებში ჩატარებული ტესტების რაოდენობა ორჯერ გაიზრდება. მისი თქმით, ამჟამად აშშ-ში ერთ კვირაში 1,5-2 მილიონი ტესტი ტარდება.

ამასთან ერთად, ფაუჩმა აღნიშნა, რომ ტესტირება ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ, ასევე საჭიროა იზოლაციის და ადამიანებს შორის კონტაქტების კონტროლი.

ადრე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ქვეყანაში უკვე ხუთი მილიონი ტესტი ჩატარდა.

სიტუაცია იტალიაში

იტალიაში ინფიცირებულთა რაოდენობა 195 351-ს აღწევს, ერთ დღე-ღამეში დაფიქსირდა 2 357 ახალი შემთხვევა და 415 გარდაცვალება.

გარდაცვლილია სულ 26 384ადამიანი, გამოჯანმრთელდა 63 120 პაციენტი.

გაეროში საქართველოს ბრძოლას კორონავირუსთან მაღალი შეფასება მისცეს

სიტუაცია ესპანეთში

ესპანეთი ინფიცირებულების მიხედვით აშშ-ის შემდეგ მეორე ადგილს იკავებს. ამ ქვეყანაში კორონავირუსის 223 759 შემთხვევა დადასტურდა, გასულ დღე-ღამეში გამოვლინდა 3 995 ახალი შემთხვევა. გარდაიცვალა 22 902 ადამიანი, გასულ დღე-ღამეში - 378.

ესპანეთში გამოჯანმრთელდა 95 708 პაციენტი. ამგვარად, აქტიური შემთხვევების რაოდენობა 105 149-ს შეადგენს.

სიტუაცია მსოფლიოს სხვა ქვეყნებში

დიდ ბრიტანეთში საავადმყოფოებში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ გასულ დღე-ღამეში 813 ადამიანი შეადგინა, ინფიცირებულთა რაოდენობამ - 4 913, ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

ქვეყანაში გარდაცვლილთა რიცხვი 20 319-ს აღწევს, COVID-19-ით ინფიცირებულია 148 377 პირი. 18 აპრილის დილისათვის ტესტირება 460 437 ადამიანს ჩაუტარდა.

დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ მოსახლეობას კვლავ სახლში დარჩენისკენ მოუწოდა. მოსახლეობას შინაგან საქმეთა მინისტრმა პრიტი პატელმა მიმართა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ COVID-19-ით დაღუპულების და ინფიცირებულების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება. ქვეყნის კრიზისიდან გამოსაყვანად ადამიანებმა უნდა შეინარჩუნონ თვითიზოლაცია და მთავრობის და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები უნდა დაიცვან.

გაეროს გენმდივანი: 2020 წელს მსოფლიომ შესაძლოა ასობით ათასი ბავშვი დაკარგოს

საფრანგეთში კორონავირუსს 22 614 ადამიანი ემსხვერპლა, ნათქვამია ქვეყნის ჯანდაცვის გენერალური დირექციის კომუნიკეში.

აღნიშნულია, რომ ქვეყანაში დაავადებულთა საერთო რაოდენობა 161 488-ს შეადგენს. მძიმე მდგომარეობაშია 4 725 პაციენტი.

გაუარესებულია მდგომარეობა ბელგიაში. ამ ქვეყანაში 45 325 ინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 6 917 ადამიანი გარდაიცვალა. ევროპაში ერთ მილიონ მოსახლეზე აქ სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

გერმანიაში კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 24 საათში 1 514-ით გაიზარდა და 156 513-ს შეადგენს, იუწყება რობერტ კოხის ინსტიტუტი.

ინსტიტუტის მონაცემებით, 24 საათში გერმანიაში კორონავირუსით ინფიცირებული 117 პაციენტი გარდაიცვალა. მთლიანად ქვეყანაში კორონავირუსით 5 877 ადამიანი გარდაიცვალა. ინსტიტუტის მონაცემებით, მთლიან პერიოდში 109 800 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

კორონავირუსი საქართველოში

26 აპრილის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 456-მდე გაიზარდა. აქედან გამოჯანმრთელდა 139 ადამიანი, გარდაიცვალა – 5 პაციენტი. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4904, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 579 პაციენტია. კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ სამი ადამიანი სხვადასხვა ქვეყნიდან სამკურნალოდ სამშობლოში ჩამოიყვანეს.

მსოფლიო ღამით: ემუქრება თუ არა კაცობრიობას შიმშილობა პანდემიის გამო - გაეროს დასკვნა

საგანგებო მდგომარეობა კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში 21 მარტს გამოცხადდა და 22 მაისამდე გაგრძელდა.

31 მარტიდან კი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე კარანტინის რეჟიმი დაწესდა. 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე კომენდანტის საათი მოქმედებს. ქვეყნის ტერიტორიაზე 27 აპრილამდე აკრძალულია ნებართვის გარეშე მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება და საჯარო სივრცეში პირბადის გარეშე გამოჩენა.

დაკეტილია თბილისი, ბათუმი, ქუთაისი და რუსთავი.