COVID-19 - ბოლო ცნობები

ახალციხის ცხელების ცენტრში მოთავსებულ მამაკაცს კორონავირუსი დაუდასტურდა

25 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 456-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 132
Sputnik

თბილისი, 25 აპრილი - Sputnik. ახალციხის ცხელების ცენტრიდან კორონავირუსით ინფიცირებული შუახნის მამაკაცი გორის ჰოსპიტალში გადაიყვანეს, განაცხადა ახალციხის ცხელების ცენტრის დირექტორმა გიორგი ბარძიმაძემ.

ეზუგბაია: ბოლო 24 საათში 25 ახალი შემთხვევა ფართო მასშტაბით აგრესიული კვლევის შედეგია

მისი თქმით, ინფიცირებულის მდგომარეობა მძიმე არაა და ის რისკჯგუფს არ განეკუთვნება.

ბარძიმაძის ინფორმაციით, ინფიცირებულს უცხოეთში მოგზაურობის ისტორია აქვს.

მამაკაცი ცხელების ცენტრში პარასკევს ახალციხის საკარანტინო ზონიდან შეიყვანეს, გორში კი დღეს გადაიყვანეს. მას ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხება არ ჰქონია.

ამ ეტაპზე ახალციხის ცხელების ცენტრში რვა პაციენტი რჩება, აქედან სამის ბიოლოგიური მასალა ლუგარის ლაბორატორიაშია გაგზავნილი და პასუხებს, სავარაუდოდ, დღეს, 25 აპრილს მიიღებენ.

25 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 456-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 132,  გარდაიცვალა 5. კარანტინში იმყოფება 5206  ადამიანი, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 571 პაციენტია.