COVID-19 - ბოლო ცნობები

არამხოლოდ ბავშვებისთვის: შეგიძლიათ ეროვნული მუზეუმის ექსპონატები გააფერადოთ

ქვეყნის მდიდარი კულტურისა და ისტორიის სწავლა და გაცნობა თამაშით - აი რას სთავაზობს საქართველოს მთავარი მუზეუმი პანდემიის დროს
Sputnik

თბილისი, 23 აპრილი – Sputnik. ბავშვები და მათი მშობლები საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცული კოლექციების ექსპონატების გაფერადებას შეძლებენ, ამის შესახებ მუზეუმის ხელმძღვანელობა ოფიციალურ ვებგვერდზე იტყობინება.

ამასობაში მომხდარი: ბიბლიის მუზეუმში დაცული ყველა „უძველესი“ გრაგნილი ყალბი აღმოჩნდა >>

ვებგვერდზე გამოქვეყნებულია გასაფერადებლები, რომლებიც მუზეუმის სხვადასხვა ექსპონატის მიხედვით შეიქმნა. გასართობის გარდა, პროექტს საგანმანათლებლო ხასიათიც გააჩნია: ექსპონატების გაფერადებისას ბავშვები და მათი მშობლები თითოეული ექსპონატის შესახებ საინტერესო ფაქტებს გაეცნობიან.

თბილისის ხელოვნების სასახლემ სახელწოდება შეიცვალა და „ახალი სიცოცხლე“ დაიწყო

ამასთან ერთად, ეროვნული მუზეუმი ზრუნავს თვითიზოლაციაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებზე და ყველა მსურველს სთავაზობს ვირტუალურ ექსკურსიას მუზეუმში - მთავარია, ინტერნეტთან შეუფერხებელი წვდომაა.

საქართველოს მთავარმა მუზეუმმა, ბევრი უცხოურის მსგავსად, შექმნა საკუთარი ვირტუალური ვერსია, რომლის ნახვა სახლიდან გაუსვლელად შეგიძლიათ.

„360 გრადუსიან ფორმატში წარმოდგენილ მუზეუმის ექსპოზიციასთან ერთად გთავაზობთ ვირტუალურ მოგზაურობას - აღმოაჩინეთ საქართველოში ნაპოვნი უნიკალური არტეფაქტები, „პირველი ევროპელები“, ქრისტიანობამდელი და შუა საუკუნეების დროინდელი ქართული ხელოვნება, კავკასიის ბიომრავალფეროვნება, ღვინის ისტორია, ქართული სამოსელი და სხვა უნიკალური კოლექციების ისტორიები“, - ნათქვამია მუზეუმის განცხადებაში.

ვირტუალურ ტურებთან ერთად ეროვნული მუზეუმი სოციალურ ქსელებში სთავაზობს სამუზეუმო კოლექციების კადრებს, არქივებს, სტატიებს და ონლაინ-ლექციებს კულტურული მემკვიდრეობის თემაზე.