COVID-19 - ბოლო ცნობები

COVID-19-ის ხელოვნური წარმომავლობა: სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს

მანამდე გავრცელდა მოსაზრება, რომ ახალი ტიპის კორონავირუსი ქალაქ უჰანში მდებარე ვირუსული ლაბორატორიიდან „გამოიქცა“ მას შემდეგ, რაც მისი თანამშრომელი დაავადდა.
Sputnik

თბილისი, 23 აპრილი — Sputnik. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დაზვერვისა და გამოძიების ბიურო არ ფლობს მტკიცებულებებს ახალი კორონავირუსის ხელოვნური წარმომავლობის თაობაზე, განაცხადა ბიუროს ხელმძღვანელმა და სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ელენ მაკარტიმ ვიდეოკონფერენციაზე.  

ჯანმო კორონავირუსის სავარაუდო პირველწყაროს ასახელებს

„მთელი მსოფლიოს მეცნიერებმა შეისწავლეს კორონავირუსის გენეტიკური თანმიმდევრობა... ამ დროისათვის არ არსებობს მტკიცებულებები, რომ ის პროექტირებული იყო ან რაიმე სახის ზემოქმედება განიცადა“, — ციტირებს მაკარტის სიტყვებს ჟურნალისტი შენონ ვავრა საკუთარ Twitter-ზე. 

​აღსანიშნავია, რომ მანამდე გავრცელდა მოსაზრება, რომ ახალი ტიპის კორონავირუსი ქალაქ უჰანში მდებარე ვირუსული ლაბორატორიიდან „გამოიქცა“ მას შემდეგ, რაც მისი თანამშრომელი დაავადდა. აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს თქმით, აშშ „ფართომასშტაბიან გამოძიებას აწარმოებს იმის დასადგენად, რანაირად „გაიქცა“ ვირუსი, როგორ მოხვდა ის გარე სამყაროში და ასეთი ტრაგედია, ადამიანების სიკვდილი გამოიწვია აშშ-ში და ასევე უზარმაზარი დარტყმა მიაყენა მსოფლიო ეკონომიკას“. ჩინეთის ვირუსოლოგიის ინსტიტუტის დირექტორმა, რომლის დაქვემდებარებაშიც შედის აღნიშნული ლაბორატორია, უარყო კორონავირუსზე მუშაობის ფაქტი და განაცხადა, რომ მათი არც ერთი თანამშრომელი არ ყოფილა ინფიცირებული.