თბილისი, 22 აპრილი ― Sputnik. კორონავირუსით გამოწვეული დაავადება COVID-19-ისგან განკურნებულებს არ შეენიშნებათ საიმედო იმუნიტეტი, ამიტომ პანდემიის დაძლევის ერთადერთ გზად ვაქცინაცია რჩება, მიაჩნიათ მეცნიერებს, რომელთა დასკვნებს პორტალი Science Alert-ი აქვეყნებს.
იმუნოლოგიის პროფესორ ერიკ ვივიეს მიაჩნია, რომ ადამიანის ორგანიზმს დაახლოებით სამი კვირა სჭირდება საკმარისი ანტისხეულების დასაგროვებლად ვირუსების წინააღმდეგ RNA-ს საფუძველზე. თუმცა ამ შემთხვევაშიც კი მათ მხოლოდ რამდენიმე თვის განმავლობაში უნარჩუნდებათ ადამიანის დაცვის უნარი.
ამასთან, ლონდონის გენეტიკის ინსტიტუტის საუნივერსიტეტო კოლეჯის დირექტორი ფრანსუა ბალუ ამტკიცებს, რომ არსებობს კორონავირუსით განმეორებით ინფიცირების შემთხვევები. მისი აზრით, ეს შესაძლოა იყოს იმის მტკიცებულება, რომ ვირუსი არ ქრება ორგანიზმიდან, რომ ის იქ უმოქმედოდ და უსიმპტომოდ რჩება ჰერპესის მსგავს ქრონიკული ინფექციად.
დადგინდა ორგანო, რომელშიც კორონავირუსი ადამიანის განკურნების შემდეგაც ცოცხლობს>>
აღსანიშნავია, რომ კორონავირუსის ანტისხეულების თვისებები ჯერჯერობით ცნობილი არ არის. სპეციალისტები ეჭვობენ, რომ ვირუსი მომავალში თავისთავად გაქრება იმის გამო, რომ კოლექტიური იმუნიტეტის ფონზე ვეღარ მოძებნის გადამტანებს.