COVID-19 - ბოლო ცნობები

„გაუქმდეს კარანტინი და აღდგეს ვაჭრობა“ – მარნეულის მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს

აქციის მონაწილეები არღვევენ დისტანციის წესებსა და სამ კაცზე მეტის შეკრების აკრძალვას. ამ დარღვევისთვის მათ 3 ათასი ლარის ჯარიმა ელოდებათ.
Sputnik

თბილისი, 22 აპრილი – Sputnk. მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შულავერში, რომელიც მკაცრი კარანტინის ზონად არის გამოცხადებული, რამდენიმე ათეულმა ადგილობრივმა მცხოვრებმა კარანტინის მოხსნისა და ვაჭრობის აღდგენის მოთხოვნით ცენტრალური გზა გადაკეტა.

საპროტესტო აქციაში მარნეულის სოფლებიდან რამდენიმე ათეული ადამიანი მონაწილეობს, ისინი აცხადებენ, რომ მათ უფუჭდებათ მოსავალი, და ადგილობრივი თვითმმართველობისგან სოფლის პროდუქციის რეალიზებაში დახმარებას მოითხოვენ. მოსახლეობა ასევე ითხოვს, სადისტრიბუციო ავტომობილებით რაიონში გადაადგილების უფლება დართონ.

პარლამენტმა საგანგებო მდგომარეობის 22 მაისამდე გაგრძელებას მხარი დაუჭირა

ადამიანები ერთად არიან შეკრებილი და არ იცავენ დისტანციის წესებს, ასევე აკრძალვას სამ ადამიანზე მეტი ადამიანის შეკრებასთან დაკავშირებით. ამ დარღვევებისთვის სამი ათასი ლარის ჯარიმაა გათვალისწინებული.

ადგილზე იმყოფება მარნეული მერი ზაურ დარგალი. მან რამდენჯერმე მიმართა მოსახლეობას და მოუწოდა მათ, არ დაარღვიონ საგანგებო მდგომარეობის წესები. დარგალმა მოქალაქეებს განუცხადა, რომ ადგილობრივი ფერმერების პროდუქცია რეალიზებული იქნება. თუმცა მოსახლეობა მას არ უსმენს. აქციაზე მყოფთა რაოდენობა თანდათან იზრდება.

აქციის ორგანიატორების ვინაობა ჯერჯერობით უცნობია. თუმცა, მუნიციპალიტეტში მიიჩნევენ, რომ აქცია პოლიტიზებულია, რადგან იქ ისმის „მიშა, მიშას“ (სააკაშვილი) ძახილი.

ქვემო ქართლში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 75-მდე გაიზარდა

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. უნდა აღინიშნოს, რომ აქციაში არ მონაწილეობენ ქალები.

მარნეულის მუნიციპალიტეტი მკაცრი კარანტინის რეჟიმად გამოცხადდა და 22 მარტიდან დაიკეტა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მარნეულის მცხოვრები ქალი კორონავირუსით დაინფიცირდა.

ამ დროისთვის რაიონის შესასვლელებში 12 ბლოკ-პოსტია განთავსებული.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსი დაუფიქსირდა 411 ადამიანს, აქედან გამოჯანმრთელდა 98 და გარდაიცვალა 5 პაციენტი.