COVID-19 - ბოლო ცნობები

თვითიზოლაციის დამრღვევი ინფიცირებული შვილი დედამ პოლიციაში „ჩაუშვა“

სამართალდამცველებმა დამრღვევი დააკავეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მას ჯარიმას გამოუწერენ.
Sputnik

თბილისი, 20 აპრილი — Sputnik. მოსკოველმა ქალმა საკუთარი შვილი „ჩაუშვა“ პოლიციაში, შეატყობინა რა მათ, რომ მისმა ვაჟმა თვითიზოლაციის რეჟიმი დაარღვია, იუწყება მასმედია სამართალდამცველ ორგანოებზე დაყრდნობით. 

ორთვიანი განშორება: 3 წლის გოგონამ სრულად გაჭაღარავებული ექიმი მამა ვერ იცნო

გაირკვა, რომ 36 წლის მამაკაცს ორი დღით ადრე COVID-19 დაუდგინდა. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ დაავადება მსუბუქად მიმდინარეობდა, ექიმებმა მას თვითიზოლაციაში მკურნალობა დაუნიშნეს და შინ გაუშვეს. მამაკაცი კი, მკაცრი გაფრთხილების მიუხედავად, მაინც გავიდა შინიდან.

მას შემდეგ, რაც დედამ შვილის შეჩერება ვერ შეძლო, პოლიციაში დარეკა და დარღვევის ფაქტი აცნობა.

სამართალდამცველებმა დამრღვევი დააკავეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მას ჯარიმას გამოუწერენ.