თბილისი, 19 აპრილი — Sputnik. რუსეთში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირების 6060 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ნათქვამია პორტალზე стопкоронавирус.рф.
კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევები 78 რეგიონში დაფიქსირდა.
ოფიციალური სტატისტიკით, კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ რუსეთის 85 რეგიონში 42 853 ადამიანს მიაღწია. ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა მოსკოვში. ერთ დღე-ღამეში რუსეთის დედაქალაქში 3570 ადამიანი დაავადდა.
ინფიცირებულთა ზრდის მიხედვით მეორე ადგილზეა მოსკოვის ოლქი, სადაც კორონავირუსით ინფიცირების 709 შემთხვევა გამოვლინდა. მესამეზეა ნიჟეგოროდის ოლქი, სადაც 129 ინფიცირებულია. პეტერბურგში კორონავირუსის დიაგნოზი 114 პაციენტს დაუდგინეს.
რუსეთში ერთ დღე-ღამეში კორონავირუსით 48 ადამიანი გარდაიცვალა, გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 361-ს მიაღწია.
ექიმებმა 3291 პაციენტის განკურნება შეძლეს.